23 November 2024
2024/07/09 - 16:32 View: 106

ირაკლი კობახიძემ ბატონ მასუდ ფეზეშქიანს წერილი გაუგზავნა და ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტად არჩევა მიულოცა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი თბილისი 5 ივლისი 2024

თქვენო აღმატებულებავ,

საქართველოს მთავრობის და პირადად ჩემი სახელით გილოცავთ ირანის ისლამური რესპუბლიკის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი, როგორც ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტის ძალისხმევა უზრუნველყოფს ქვეყნის სტაბილურ, უსაფრთხო და წარმატებულ მომავალს.

ვსარგებლობ შემთხვევით, მინდა გისურვოთ ჯანმრთელობა და წარმატებები თქვენს საპასუხისმგებლო სახელმწიფოებრივ საქმიანობაში, ხოლო მეგობარ ირანელ ხალხს მშვიდობა და კეთილდღეობა.

პატივისცემით

ირაკლი კობახიძე

متن دیدگاه
نظرات کاربران
تاکنون نظری ثبت نشده است