News Agency:სიახლეები
ირანი საინფორმაციო ბიულეტენი (43)
ირანი საინფორმაციო ბიულეტენი (43)
ჯანდაცვის მინისტრი: ირანი ვაქცინაციის რაოდენობით მსოფლიოში რეკორდსმენია ირანის ჯანდაცვისა და სამედიცინო განათლების მინისტრის ბაჰრამ ეინოლაჰის განცხადებით, ირანმა ამ კვირაში 7.9 მილიონი დოზით ვაქცინაციის მსოფლიო რეკორდი მოხსნა. მანამდე ამ ადგილს გერმანია იკავებდა, რომელმაც კორონავირუსის საწინააღმდეგო  6 მილიონი დოზა ვაქცინა გამოიყენა ერთ კვირაში. www.irna.ir/news/84473290/   ირანის პრეზიდენტი ტაჯიკეთში გაემგზავრა შანხაის სამიტზე ირანის პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი პირველი საგარეო ვიზიტით ტაჯიკეთის დედაქალაქ დუშანბეში გაემგზავრა, სადაც შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტს დაესწრო. ვიზიტის ფარგლებში რაისი  თავის ტაჯიკ კოლეგას ემამალი რაჰმანს შეხვდა. https://www.bbc.com/persian/iran-58573292   ელექტროენერგიის წარმოება ქვეყნის ატომურ ელექტროსადგურებში რვაჯერ გაიზრდება ატომური ენერგიის ორგანიზაციის ხელმძღვანელის მოჰამედ ესლამის განცხადებით, დღეისათვის ქვეყანაში ათასი მეგავატი ბირთვული ენერგია იწარმოება, რომლის გაზრდა  რვა ათას მეგავატამდე იგეგმება. https://t.me/hamshahrinews თეირანის სამხრეთით „მცურავი ელექტროსადგურის” პირველი ეტაპი ამოქმედდა თეირანის უნივერსიტეტის თანამედროვე მეცნიერებებისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ახალი ენერგიისა და გარემოს დეპარტამენტის ასოცირებულმა პროფესორმა განაცხადა, რომ თეირანის სამხრეთით გამწმენდი ნაგებობის ჩამდინარე არხზე „მცურავი მზის ელექტროსადგურის“ პირველი ფაზა ამოქმედდა, რომლის სიმძლავრე 400 კილოვატია. http://www.isna.ir/news/1400062418529 პრეზიდენტ რაისის ოფიციალური დახვედრა ტაჯიკეთის პრეზიდენტის სასახლეში ირანის პრეზიდენტს ებრაჰიმ რაისის, რომელიც ტაჯიკეთში შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტზე ჩავიდა, ტაჯიკი კოლეგა იმამალი რაჰმანი დახვდა. ოფიციალური დახვედრის ცერემონიალზე ორი ქვეყნის ჰიმნის შესრულების შემდეგ, პრეზიდენტები მიესალმნენ საპატიო ყარაულის ჯარისკაცებს და თანმხლები დელეგაციები წარუდგინებს ერთმანეთს. https://www.isna.ir/news/1400062719510/   ირანისა და ტაჯიკეთის პრეზიდენტების შეხვედრა დუშანბეში ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტმა და ტაჯიკეთის პრეზიდენტმა ემამალი რაჰმანიმ შეხვედრაზე ხაზი გაუსვეს ორი ხალხის საერთო რელიგიას, კულტურასა და ენას და იმედი გამოთქვეს, რომ ორი ქვეყნის ოფიციალური პირების ძალისხმევით ეკონომიკური, კულტურული და პოლიტიკური თანამშრომლობის ახალი ეტაპი დაიწყება ორ ქვეყნის ურთიერთობაში. https://entekhab.ir/002g1C   8 წევრი სახელმწიფოს თანხმობით, ირანი შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის ძირითადი წევრი გახდა შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის 21-ე სამიტზე, რომელიც ტაჯიკეთის დედაქალაქ დუშანბეში გაიმართა, ორგანიზაციის რვა ძირითადი წევრი სახელმწიფოს ლიდერების შეთანხმებით, ირანის ისლამური რესპუბლიკა დამკვირვებელი წევრობის ნაცვლად ორგანიზაციის სრულუფლებიანი წევრი გახდა. ლიდერებმა ხელი მოაწერეს შესაბამის დოკუმენტებს. https://www.isna.ir/news/1400062619261/   ამირ აბდოლაჰიანი:  შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციაში ირანის სრულუფლებიანი წევრობა უაღესად მნიშვნელოვანია ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციაში ირანის სტრატეგიული წევრობა ნიშვნელოვან გავლენას მოახდენს ირანის მრავალმხრივ თანამშრომლობაზე, სამეზობლო და აზიაზე ორიენტირებული პოლიტიკის მიმართულებით. https://t.me/isna94/211003   ირანის მუდმივი წევრობა შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციაში მეზობლებთან განვითარებული ურთიერთობებისკენ გადადგმული ნაბიჯია ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერი საიდ ხათიბზადე მიესალმა ირანის სრულუფლებიან წევრობას შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციაში და მას აზიაზე ორიენტირებული საგარეო პოლიტიკისკენ და მეზობლებთან განვითარებული ურთიერთობებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი უწოდა. http://fna.ir/3q6m2    ირანის, რუსეთის, ჩინეთისა და პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრების ოთხმხრივი შეხვედრა ავღანეთის მოვლენებთან დაკავშირებით ტაჯიკეთში შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის ფარგლებში გამართულ ოთხმხრივ შეხვედრაზე ირანის, რუსეთის, ჩინეთისა და პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, ავღანეთში მიმდინარე  მოვლენები განიხილეს.  მათ მხარი დაუჭირეს ავღანეთში ყველა ეთნიკური ჯგუფის ჩართულობით ინკლუზიოური მთავრობის ფორმირებას და აღნიშნეს, რომ ავღანეთი უნდა იყოს ნარკოტიკებისა და ტერორიზმისგან თავისუფალი სახელმწიფო და არ იქცეს საფრთხედ მეზობელი ქვეყნებისათვის. http://tn.ai/2572830   ირანული საწვავით დატვირთული ყველა ტანკერი შევიდა ლიბანში ტელეკომპანია ალ-მანარის ცნობით, ირანული საწვავით დატვირთული ტანკერების მესამე და მეოთხე კოლონის სირიიდან ლიბანში შესვლის შემდეგ, დასრულდა ირანული საწვავის შეტანა ლიბანში. აღსანიშნავია, რომ ირანული სწავავი სირის პორტ ბანიასიდან 80-მდე ტანკერის საშუალებით იქნა შეტანილი ლიბანის ტერიტორიზე. http://fna.ir/3pqzu   ირანიდან საწვავის იმპორტმა შეერთებული შტატების ემბარგო დაარღვია ლიბანის ტრანსპორტის მინისტრის განცხადებით, ირანიდან მაზუთის იმპორტი არის სუვერენული გადაწყვეტილებაა და ის ემყარება მოქალაქეთა მხარდაჭერისა და ქვეყნის დაცვის პრინციპს. ჰეზბოლას მიერ ირანიდან საწვავის იმპორტით, ლიბანის წინააღმდეგ დაწესებული აშშ-ს ეკონომიკური ბლოკადა დაირღვა და ჩვენ უკვე გადავლახეთ ეს ბლოკადა-აღნიშნა მან.  ერაყში ისლამური წინააღმდეგობის მოძრაობის ალ-ნუჯაბას სპიკერმა კი ამ საკითხზე კომენტარის დროს ხაზგასმით აღნიშნა:  ლიბანში საწვავის გაგზავნით ირანმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ არის სანდო და ძლიერი მოკავშირე. http://fna.ir/3pyy1   როიტერი: სანქციებმა ხელი შეუწყო ირანის ბენზინის ექსპორტის ზრდას როიტერის ცნობით, ნედლი ნავთობის ექსპორტზე დაწესებულმა სანქციებმა ირანი როგორც ბენზინის იმპორტიორი ქვეყანა, ექსპორტიორად აქცია. ირანმა პეტროქიმიკატების და ნავთობპროდუქტების ექსპორტის გაზრდით, შეცვალა თავისი შემოსავლის წყაროები და ხელი შეუშალა  აშშ-ს სწრაფვას ირანის  შემოსავლების შემცირებისაკენ. http://fna.ir/3qe9q   ირანი ფრენბურთელთა ნაკრები გახდა აზიის ჩემპიონია იაპონიაში აზიის ფრენბურთის 21-ე ჩემპიონატის ფინალში ირანის ფრენბურთის ეროვნული ნაკრები იაპონიას დაუპირისპირდა და მეტოქე 3-0 დაამარცხა. ამასთან, ჩინეთთან იაპონიის მარცხის შემდეგ, ირანის ნაკრებმა მსოფლიო რეიტინგის მიხედვით  აზიაში პირველი ადგილი დაიკავა https://www.isna.ir/news/1400062820848/ http://www.isna.ir/news/1400062518995   ირანის ნაკრები 2021 წლის ფუტსალის მსოფლიო ჩემპიონატის პლეი-ოფში გავიდა ირანის ფუტსალის ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში არგენტინასთან მარცხის მიუხედავად მეოთხედფინალში გავიდა და ამ ეტაპზე მას უზბეკეთის ნაკრებტან მოუწევს დაპირისპირება. https://b2n.ir/p29869   ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სტრატეგიული მიღწევების პრეზენტაცია ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მთავარსარდალმა მონაწილეობა მიიღო  სპეეციალურ ღონისძიებაში, სადაც წარმოდგენილი იქნა გუშაგთა კორპუსის თანამედროვე ტექნოლოგიური მიღწევები, მათ შორის მყვინთავი რობოტი, რომლის ფუნქციებში შედის  გემებისა და ნავთობკოშკურების მონიტორინგი, ხელის მეტალოდეტექტორები, ბომბების გამანადგურებელი მოწყობილობა, ასაფეთქებელი ნივთიერებების დეტექტორები, ასაფეთქებელი ნივთიერებებისა და ნარკოტიკების საველე ანალიზის შესაძლებლობებით და სხვადასხვა სახის რობოტები ბომბებისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების გამოვლენისა და განეიტრალებისათვის. http://fna.ir/3qeln   ირანული რობოტების არმიის პრეზენტაცია ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ძალებს რობოტების არმია დაემატა. აღნიშნული რობოტები, რომლებიც გამოიყენება სამხედრო ოპერაციების წინა ხაზზე, ადგილობრივი სპეციალისტების მიერ არის დამზადებული. პრეზენტაციის შესახებ ვიდეოსიუჟეტის ნახვა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე: https://t.me/Tasnimnews/204811 ირანი საინფორმაციო ბიულეტენი (43)- PDF
© 2019 - economy@mfa.ir