News Agency:განცხადებები
ონსტიტუციით განსაზღვრული მექანიზმების მიხედვით ირანის ისლამურ რესპუბლიკაში ძალაუფლების ვაკუუმი არ იქმნება
.
კონსტიტუციით განსაზღვრული მექანიზმების მიხედვით, ირანის ისლამურ რესპუბლიკაში ძალაუფლების ვაკუუმი არ იქმნება . ირანის ისლამური რესპუბლიკის კონსტიტუციის თანახმად, ისეთი შემთხვევებისათვის, როდესაც ქვეყანას არ ჰყავს ლიდერი, გათვალისწინებულია კონკრეტული და წინასწარ განსაზღვრული მექანიზმები. ამ მექანიზმების ამოქმედება ნიშნავს უფლებამოსილების მოწესრიგებულ გადაცემას და ძალაუფლების ვაკუუმის თავიდან აცილებას. ამგვარად, მმართველობის სტრუქტურა არც ჩამოიშლება და არც  ლეგიტიმურობას დაკარგავს, არამედ სამართლებრივი ინსტიტუტების საშუალებით მოხდება მისი რეპროდუცირება და გამყარება. საერთაშორისო თვალსაზრისით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ლიდერის გარდაცვალება მოხდება უცხოელი მტრის აგრესიის შედეგად, სახელმწიფოს ვალდებულებებისა და უფლებების უწყვეტობის პრინციპი ძალაში რჩება. ხელშეკრულებები, საერთაშორისო პასუხისმგებლობები, დიპლომატიური მისიები და ქვეყნის სამართლებრივი სტატუსი საერთაშორისო სისტემაში არ შეწყდება. ამგვარად, სამართლებრივი გზავნილი ნათელია: მაღალი თანამდებობის პირზე თავდასხმამ შეიძლება შექმნას გარკვეული სიცარიელე, მაგრამ ვიდრე სამართლებრივი მექანიზმები აქტიურია, ხელისუფლება აგრძელებს არსებობას, სუვერენიტეტი დამყარებულია და სამართლებრივი წესრიგი არ წყდება. შესაბამისად, საელჩოს გუშინდელი განცხადების თანახმად, ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს საკონსულო განყოფილება და ბათუმში ირანის ისლამური რესპუბლიკის გენერალური საკონსულო ემზადებიან საქართველოში მცხოვრები და ტურისტად მყოფი ირანის იმ მოქალაქეთა მიმართ დახმარების გასაწევად, რომლებსაც სამშობლოში დაბრუნება სურთ. ამასთან, ირანში გამოცხადებული ოფიციალური დასვენების მიუხედავად, საელჩო და საკონსულო განყოფილებები საქართველოში, მომდევნო დღეების სამუშაო საათებშიც გააგრძელებენ თავიანთი მოვალეობების შესრულებას და მომსახურების გაწევას. სეიედ ალი მოჯანი ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩი საქართველოში
© 2019 - economy@mfa.ir