23 November 2024
2024/01/10 - 10:19 View: 3870

საქართველოს ოფიციალურმა პირებმა და რეზიდენტმა დიპლომატებმა ქერმანში მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით - ალექსანდრე ხვთისიაშვილმა რეზიდენტი დიპლომატების ნაწილმა მუსლიმთა სამმართველოს თავმჯდომარემ კულტურისა და საგანამანათლებლო სფეროს მოღვაწეებმა თბილისში ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოში ქერმანის სასაფლაოზე განხორციელებული ტერორისტული აქტის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

გასულ კვირას, ყასემ სოლეიმანის გარდაცვალების წლისთავთან დაკავშირებული ღონისძიებისას, ქერმანის სასაფლაოზე ტერორისტული თავდასხმა მოეწყო, რომელსაც 93 უდანაშაულო პირის, მათ შორის 55 ქალის და 32 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. არიან დაჭრილებიც.

მიუხედავად იმისა, რომ ტერორისტულ აქტზე პასუხისმგებლობა ისლამურმა სახელმწიფომ აიღო, ამჟამად მიმდინარეობს მრავალმხრივი მოკვლევა და გამოძიება ამ შემზარავი თავდასხმის დამკვეთთა და ინიციატორთა დასაკავებლად. ამავდროულად, ირანის ისლამური რესპუბლიკა მოწოდებულია გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა მექანიზმი, რათა უზრუნველყოს პასუხისმგებელ პირთა და მათ თანამზრახველთა გამოვლენა.
უდანაშაულო ადამიანების, მათ შორის 1 წლის, 4 წლის და 6 წლის ბავშვების მკვლელობა შეგვახსენებს იმ ტერორისტულ მეთოდებს, რომელსაც ისრაელის რეჟიმი იყენებს უდანაშაულო პალესტინელი ხალხის წინააღმდეგ. მხოლოდ გასული სამი თვის განმავლობაში ისრაელის ჯარისკაცების თავდასხმას 10000-ზე მეტი პალესტინელი ბავშვი შეეწირა. ადრეც, განსაკუთრებით სირიის ომის დროს, არსებობდა ცნობები ისრაელის რეჟიმის მიერ სირიის ომში მონაწილე ტერორისტებთან თანამშრომლობის შესახებ.

تصاویر

متن دیدگاه
نظرات کاربران
تاکنون نظری ثبت نشده است