ჰაჯჯის გზავნილი – 1404 წელი (2025)
ჰაჯჯი მორწმუნეთა მისწრაფებაა მოშურნეთა დღესასწაული და ბედნიერ ადამიანთა სულიერი საზრდო. თუ მას თან ახლავს ღრმა სულიერი გააზრება ის ხდება წამალი არა მხოლოდ ისლამური უმმას არამედ მთელი კაცობრიობის ძირითადი ტკივილებისთვის.
ბისმილლაჰ ირ-რაჰმან ირ-რაჰიმ
ჰაჯჯის გზავნილი – 1404 წელი (2025)
ყველა დიდება ღმერთს, სამყაროთა უფალს და მშვიდობა და კურთხევა იყოს ალლაჰის საუკეთესო ქმნილებაზე: მუჰამედ ალ-მუსტაფაზე, მის წმინდა ოჯახზე, რჩეულ თანამოაზრეებზე და მათზე, ვინც მათ სიკეთით მიჰყვება განკითხვის დღემდე.
ჰაჯჯი მორწმუნეთა მისწრაფებაა, მოშურნეთა დღესასწაული და ბედნიერ ადამიანთა სულიერი საზრდო. თუ მას თან ახლავს ღრმა სულიერი გააზრება, ის ხდება წამალი არა მხოლოდ ისლამური უმმას, არამედ მთელი კაცობრიობის ძირითადი ტკივილებისთვის.
ჰაჯჯის მოგზაურობა არ ჰგავს სხვა მოგზაურობებს, რომლებიც ხორციელდება ვაჭრობის, ტურიზმის ან სხვა მიზნებისთვის, სადაც შესაძლოა შემთხვევით შესრულდეს ლოცვა ან კეთილი საქმე. ჰაჯჯის მოგზაურობა არის ჩვეულებრივი ცხოვრებიდან სასურველ ცხოვრებაზე გადასვლის გზა. სასურველი ცხოვრება არის თავჰიდის (ერთღმერთიანობის) ცხოვრება, სადაც მუდმივი ტავაფით (ბრუნვა) ხდება ჭეშმარიტების გარშემო, მუდმივი ძალისხმევა რთულ მწვერვალებს შორის, შაითანისთვის (ეშმაკისთვის) მუდმივი ქვების სროლა, ზიქრითა და ლოცვით სავსე გაჩერება, ღარიბთა და მგზავრთა გამოკვება, ადამიანების ფერის, რასის, ენისა და გეოგრაფიის თანასწორად აღქმა, ყოველთვის მზადყოფნა მომსახურებისთვის, ღმერთთან თავშესაფრის ძიება და სიმართლის დაცვის დროშის აღმართვა — ეს ყველაფერი ამ ცხოვრების ძირითადი და მუდმივი ელემენტებია.
ჰაჯჯის რიტუალები აერთიანებს ამ ცხოვრების სიმბოლურ მაგალითებს: აცნობს ჰაჯჯის მომლოცველს მათ და იწვევს მას ამ ცხოვრებაში.
ეს მოწვევა უნდა მოისმინოთ. გული, გარე და შიდა თვალები უნდა გაიხსნას. უნდა ვისწავლოთ და მტკიცედ განვსაზღვროთ ამ გაკვეთილების პრაქტიკაში გამოყენება. ყველა ადამიანმა თავისი შესაძლებლობების ფარგლებში შეიძლება გადადგას ნაბიჯი ამ გზაზე. ხოლო ალიმებს, ინტელექტუალებს და პოლიტიკურ და სოციალურ პოზიციებზე მყოფ პირებს უფრო მეტი პასუხისმგებლობა ეკისრებათ.
დღევანდელ ისლამურ სამყაროს უფრო მეტად სჭირდება ამ გაკვეთილების გამოყენება, ვიდრე ოდესმე. ეს არის მეორე ჰაჯჯის სეზონი, რომელიც ემთხვევა ღაზასა და დასავლეთ აზიაში მიმდინარე ტრაგედიებს. სიონისტური კრიმინალური ბანდა, რომელიც მართავს პალესტინას, წარმოუდგენელი სისასტიკითა და ბოროტებით მიიყვანა ღაზას ტრაგედია დაუჯერებელ წერტილამდე (მძიმე მდგომარეობამდე). ახლა პალესტინელი ბავშვები არა მხოლოდ ბომბებით, ტყვიებითა და რაკეტებით, არამედ წყურვილითა და შიმშილით იღუპებიან. ოჯახების რაოდენობა, რომლებიც გლოვობენ თავიანთ საყვარელ ადამიანებს, ახალგაზრდებს, მამებსა და დედებს, ყოველდღიურად იზრდება. ვინ უნდა დაუპირისპირდეს ამ ჰუმანიტარულ კატასტროფას?
უდავოა, რომ ისლამური სახელმწიფოები არიან ამ ვალდებულების პირველადი ადრესატები, ხოლო ხალხმა უნდა მოითხოვონ მათი მოქმედება. შესაძლოა, ისლამურ სახელმწიფოებს ჰქონდეთ პოლიტიკური უთანხმოებები სხვადასხვა საკითხზე, მაგრამ ამან არ უნდა შეუშალოს ხელი მათ შეთანხმებას და თანამშრომლობას მძიმე მდგომარეობაში მყოფ ღაზასთან დაკავშირებით, დღევანდელ მსოფლიოში ყველაზე დაჩაგრული ადამიანების დაცვის საქმეში. ისლამურმა სახელმწიფოებმა უნდა დაბლოკონ ყველა დახმარების გზა სიონისტური რეჟიმისთვის და შეაჩერონ ამ კრიმინალთა სისასტიკე ღაზაში. ამერიკა არის სიონისტური რეჟიმის დანაშაულებების აშკარა თანამონაწილე. ამერიკის მოკავშირეებმა ამ რეგიონში და სხვა ისლამურ ქვეყნებში უნდა მოუსმინონ ყურანის მოწოდებას დაჩაგრულთა დაცვის შესახებ და აიძულონ ამერიკის იმპერიალისტური მთავრობა შეწყვიტოს ეს უსამართლო ქმედებები. ჰაჯჯის რიტუალში არსებული “ბარაჰ” (მრავალღმერთიანობის უარყოფა) ამ გზაზე გადადგმული ნაბიჯია.
ღაზას ხალხის საოცარმა წინააღმდეგობამ პალესტინის საკითხი ისლამური სამყაროსა და მთელი მსოფლიოს თავისუფლებისმოყვარე ხალხის ყურადღების ცენტრში მოაქცია. ამ შესაძლებლობით უნდა ვისარგებლოთ და დავეხმაროთ ამ დაჩაგრულ ერს. მიუხედავად სიონისტური რეჟიმის ლიდერების ბოროტი ბუნებისა და მათი სულელური პოლიტიკისა, მათ შექმნეს სიტუაცია, სადაც დღეს პალესტინის სახელი უფრო ბრწყინვალეა, ვიდრე ოდესმე. სიონისტებისა და მათი მხარდამჭერების მიმართ საზოგადოებრივი ზიზღი უფრო დიდია, ვიდრე ოდესმე, რაც მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ისლამური სამყაროსთვის.
საზოგადოების მაღალმა წრეებმა და სწავლულებმა უნდა გაათვითცნობიერონ ხალხი, გაამახვილონ მათი ყურადღება და გააფართოონ პალესტინასთან დაკავშირებული მოთხოვნები. თქვენ, ბედნიერი ჰაჯჯის მომლოცველებო, არ გამოტოვოთ ლოცვისა და ყოვლისშემძლე ღმერთის დახმარების თხოვნის შესაძლებლობა ჰაჯჯის რიტუალებში და სთხოვეთ ყოვლისშემძლე ღმერთს, გამარჯვება სიონისტი მჩაგვრელებისა და მათი მხარდამჭერების წინააღმდეგ.
ალლაჰის კურთხევა და მშვიდობა იყოს ისლამის დიდებულ წინასწარმეტყველსა და მის წმინდა ოჯახზე და სალამი და დოა იყოს იმამ მაჰდი ბაყიატ ალლაჰზე (ალლაჰ აჩქაროს მისი გამოჩენა)
ვასსალამუ ალეიკუმ ვა რაჰმათულლაჰი ვა ბარაკატუჰ!
სეიდ ალი ხამენეი
1404 წლის 9 ხოდდადი (2025 წლის 30 მაისი)