17 April 2026
2026/04/09 - 18:42 View: 58

საელჩოს განცხადება იმამ ხამენეის მოწამეობრივი სიკვდილის მე-40 დღესთან დაკავშირებით

.

საელჩოს განცხადება იმამ ხამენეის  მოწამეობრივი სიკვდილის მე-40 დღესთან დაკავშირებით

ორმოცი დღე გავიდა დიდი ლიდერის, ეპოქის უზენაესი წინამძღოლის, იმამისა და ისლამური უმის ერთგული მსახურის - დიდი აიათოლა იმამ ხამენეის ზეციური ამაღლებიდან და კაცობრიობის ყველაზე ბოროტი მტრების ხელით გმირული და ამაყი მოწამეობრივი სიკვდილიდან.

ეს ორმოცი დღე არ ყოფილა მხოლოდ გლოვის პერიოდი - ეს იყო დრო, რომელმაც ჭეშმარიტების გზის მიმდევართა გულებში სიმტკიცისა და შეუპოვრობის ალი  გააღვივა. წლები გავა, თუმცა მისი იდეალები და მის მიერ ანთებული სინათლე კვლავაც გაანათებს მომავალ თაობებს.

მოწამეობრივი სიკვდილის მე-40 დღე არ არის გლოვის დასასრული, არამედ ეს არის დიდი აიათოლა იმამ ხამანეის  უმაღლესი ღირებულებებისადმი ერთგულების განმტკიცების დღე, რომელთა დაცვასაც თითქმის ოთხი ათწლეულის განმავლობაში თავდადებით ემსახურებოდა.

ის, ვინც გლობალური ძალების ამპარტავნებისა და მტრული აგრესიის პირობებში საკუთარი სიცოცხლე შესწირა ისლამური ერის თავისუფლებას, ღირსებასა და დამოუკიდებლობას, დღეს უკვე აღარ არის მხოლოდ ისტორიული ფიგურა - იგი იქცა იდეად, გზად და შთაგონებად ყველა თავისუფალი და მებრძოლი სულისთვის.

ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩო საქართველოში, ირანელი ერის მედგარი წარმომადგენლების თანადგომით, მისი მოწამეობრივი სიკვდილის მე-40 წლისთავზე კიდევ ერთხელ ადასტურებს ურყევ ერთგულებას იმამისა და მოწამეების გზისადმი და მტკიცედ აცხადებს მზადყოფნას, დაიცვას ისლამური სისტემის დამოუკიდებლობა, ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი.

متن دیدگاه
نظرات کاربران
تاکنون نظری ثبت نشده است