News Agency:სიახლეები
„3+3“ ფორმატის მეორე რეგიონალური შეხვედრის ერთობლივი განცხადება
ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის ბატონ ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანის მოწვევით სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ბატონ არარატ მირზოიანის, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის ბატონ ჯეიჰუნ ბაირამოვის, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის ბატონი სერგეი ლავროვის და თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის ბატონი ჰაქან ფეიდანის მონაწილეობით, 2023 წლის 23 ოქტომბერს თეირანში ჩატარდა 3+3 პლატფორმის მეორე რეგიონალური შეხვედრა.
საგარეო საქმეთა მინისტრები 1) ხაზი გაუსვეს ორმხრივ ინტერესებზე და კეთილმეზობლობაზე დამყარებული ქვეყნებს შორის მეგობრული ურთიერთობების განვითარების მნიშვნელოვნების გათვალისწინებას, გაეროს წესდების საფუძველზე დავების მშვიდობიანი მოგვარების მნიშვნელობას, სუვერენიტეტის, პოლიტიკური დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობისა და აღიარებული საერთაშორისო საზღვრების ხელშეუხებლობას. შიდა საქმეებში ჩაურევლობას, მუქარის აკრძალვას ან ძალის გამოყენებას და ადამიანის უფლებების პატივისცემას. 2) სხვადასხვა საერთაშორისო საკითხებზე თავისი შეხედულებების გამოთქმისას, მათ განიხილეს რეგიონის უმნიშვნელოვანესი საკითხები და ხაზი გაესვა ისეთი მექანიზმების მნიშვნელობას, როგორიცაა "3+3" რეგიონული საკონსულტაციო მექანიზმი კონსტრუქციული დიალოგისა და ორმხრივად მომგებიანი თანამშრომლობის დამყარებისთვის. ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ამ სფეროში რეგიონის ქვეყნები მთავარ როლს ასრულებენ. 3) მათ ხაზი გაუსვეს ეკონომიკური თანამშრომლობის პოზიტიურ როლს ურთიერთნდობის განმტკიცებაში, ერების კეთილდღეობასა და რეგიონის სტაბილურობაში. 4) ხაზი გაუსვეს კულტურული თანამშრომლობის, საზოგადოებასთან ურთიერთობის და ერთობლივი პროექტების განხორციელების მნიშვნელობას განათლების, მეცნიერების, ტურიზმის, კულტურისა და სპორტის სფეროებში. 5) რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობისა და ეკონომიკური განვითარების შესაქმნელად ისინი გააძლიერებენ ორმხრივ და მრავალმხრივ კონსულტაციებს და ურთიერთქმედებებს. 6) მიესალმებიან რეგიონის ქვეყანებს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციისა და განვითარების მიმდინარე პროცესებს. 7) ამ შეხვედრის შედეგების დადებითად შეფასებისას, მათ კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი ამ შეხვედრებში საქართველოს თანაბარი მონაწილეობის მზაობას. 8) მათ ასევე განიხილეს სიტუაცია ღაზაში. მათ ხაზი გაუსვეს უდანაშაულო, მშვიდობიანი მოსახლეობის სამიზნეებად გამოყენების დაუყოვნებლივ შეწყვეტის აუცილებლობას. 9) სომხეთის რესპუბლიკის, აზერბაიჯანის რესპუბლიკის, თურქეთის რესპუბლიკისა და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მადლობა გადაუხადეს ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს ამ შეხვედრის ღირსეული მასპინძლობისა და წარმატებით ჩატარებისთვის. 10)რეგიონში ნდობისა და თანამშრომლობის ატმოსფეროს გაფართოებისა და განმტკიცების მიზნით "3+3" რეგიონული მექანიზმის რეგულარული შეხვედრების შეფასებისას, ისინი შეთანხმდნენ, რომ შემდეგი შეხვედრა გაიმართოს თურქეთის რესპუბლიკაში იმ თარიღზე, რომელიც კოორდინირებული იქნება დიპლომატიური არხებით. თეირანი, 2023 წლის 23 ოქტომბერი
© 2019 - economy@mfa.ir