24 November 2024
EN
فارسی
მთავარი
სიახლეები
კონტაქტი
News Agency:განცხადებები
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირანის პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ირანის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციაზე დასასწრებად თეირანში გაემგზავრა და მასუდ ფეზეშქიანს შეხვდა. ირანის პრეზიდენტმა ამ შეხვედრისას ხაზი გაუსვა იმას რომ მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობების გაღრმავება მისი მთავრობის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტს წარმოადგენს.
ფეზეშქიანმა ორი ქვეყნის ურთიერთობათა განვითარება, არა მხოლოდ თბილისისა და თეირანისთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის მომგებიანად მიიჩნია და დასძინა: ირანსაც, საქართველოს მსგავსად, მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, მხარეების ინტერესის სფეროთა შესაბამისად, სხვადასხვა შესაძლებლობების გასააქტიურებლად, ორი ქვეყნის ხალხთა განვითარებისა და კეთილდღეობის მიზნით ურთიერთთანამშრომლობა გააძლიეროს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ამ შეხვედრისას ბატონ ფეზეშქიანს კიდევ ერთხელ მიულოცა ხალხის მიერ პრეზიდენტად არჩევა და ირანის განვითარებისა და წინსვლის გზაზე მას წარმატებები უსურვა. მან ხაზი გაუსვა იმას, რომ მისი მთავრობა ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან თანამშრომლობის ერთგულია და აღნიშნა: ირანი რეგიონში მნიშვნელოვან და კონსტრუქციულ როლს ასრულებს, ძალზე მოხარულნი ვართ, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობა მეგობრული გზით ვითარდება. საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, ორივე ქვეყანას აქვს ერთმანეთთან ურთიერთობის გაძლიერების მაღალი მოტივაცია. მან ასევე, პოლიტიკური ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცების მიზნით, ხაზი გაუსვა ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოების მნიშვნელობას და აღნიშნა: მოხარულნი ვართ, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობანი სხვადასხვა სფეროებში წინ წავიდა, ასევე დღითიდღე იზრდება ხალხთა შორის კავშირები და თანამშრომლობა ირანისა და საქართველოს კერძო სექტორებს შორის.