8 October 2024
2024/04/02 - 12:05 View: 2382

საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს განცხადება სიონისტური რეჟიმის მიერ სირიაში ირანის საელჩოზე განხორციელებული თავდასხმის შესახებ

ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩო თბილისში მკაცრად გმობს ისრაელის თავდასხმას დამასკოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს საკონსულო განყოფილებაზე.

დამნაშავე სიონისტური რეჟიმის ეს ქმედება წარმოადგენს დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის 1961 წლის კონვენციის აშკარა დარღვევას. ამასთან, ისრაელის ტერორისტულმა რეჟიმმა, სირიის სუვერენიტეტზე აგრესიით და დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და დიპლომატებზე თავდასხმით, უხეშად დაარღვია საერთაშორისო სამართალი, გაეროს ქარტია და საფრთხე შეუქმნა რეგიონის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას.

ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩო თბილისში, თანადგომას და სოლიდარობას უცხადებს სირიაში, ირანის საელჩოში მომუშავე კოლეგებს და ჩვენი ქვეყნის შვიდი სამხედრო მეთაურის და ინსტრუქტორის მოწამეობრივი დაღუპვის გამო, გულწრფელ სამძიმარს უცხადებს დაღუპულთა ოჯახებს, ისლამური რევოლუციის უზენაეს ლიდერსა და ირანის მთავრობასა და ხალხს.

დღეს, ყველაზე მეტად არის გამოკვეთილი სიონისტური რეჟიმის ტერორისტული ბუნება, რომელმაც მარტო ბოლო ექვსი თვის განმავლობაში, სასტიკი ფორმებით მოკლა 30 ათასზე მეტი პალესტინელი. ისრაელის სიონისტური რეჟიმი არის ყველაზე მნიშვნელოვანი საფრთხე საერთაშორისო მშვიდობის, სტაბილურობისა და უსაფრთხოებისთვის და აუცილებელია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის წევრებმა დაგმონ ამ რეჟიმის დანაშაულებრივი ქმედებები და ყველანაირი საშუალების გამოყენებით, პასუხი აგებინონ მას.

კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ ირანის ისლამური რესპუბლიკის ურყევ ნებას, დადგეს ტერორიზმის წინააღმდეგ და დაიცვას ჩაგრულები.

متن دیدگاه
نظرات کاربران
تاکنون نظری ثبت نشده است