21 November 2024
2024/04/05 - 17:31 View: 2254

ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება (შემოკლებული ვერსია) ყოდსის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

სახელითა უზენაესისა

რამაზანის წმინდა თვის ბოლო პარასკევის „ყუდსის მსოფლიო დღედ“ გამოცხადების შესახებ ისლამური რევოლუციის დიადი ლიდერის და ირანის ისლამური რესპუბლიკის დამაარსებლის იმამ ხომეინის ისტორიული ინიციატივის წლისთავზე, პალესტინის და წმინდა ყუდსის თავისუფლება იქცა მსოფლიოს ნებისმიერი რასისა და რელიგიური აღმსარებლობის მქონე ხალხთა ერთიანობის სიმბოლოდ, მსოფლიოში ჰუმანიზმისა და თავისუფლების დასაცავად, სამართლიანობის დასამყარებლად და სიონისტური რეჟიმის მხრიდან განხორციელებული ოკუპაციისა და ჩაგრულ პალესტინელთა წინააღმდეგ მიმართული ძალადობისა და დანაშაულის დასაგმობად.
დღეს, როდესაც სიონისტების მიერ ღაზას სექტორში დაწყებული ბოლოდროინდელი დანაშაულებრივი ქმედებებიდან ორასი დღე არის გასული, პალესტინისა და იქ მცხოვრები ცივილიზებული და ჩაგრული ხალხის მდგომარეობა თანამედროვე კაცობრიობისთვის დიდ ტრაგედიად არის გადაქცეული. ისრაელის სიონისტური რეჟიმი კვლავ აგრძელებს იქ საზარელი დანაშაულების ჩადენას. ოკუპანტი, რასისტული და ტერორისტული რეჟიმის მიერ 40 ათასამდე უდანაშაულო ახალშობილის, ბავშვის, ქალისა და მამაკაცის მკვლელობა, „დამწვარი მიწის პოლიტიკის“ განხორციელება, ღაზას სექტორის სრული განადგურება, საცხოვრებელი სახლების, ინფრასტრუქტურული ობიექტების, საავადმყოფოების, სკოლების, მეჩეთების, ეკლესიების ნგრევა და მასობრივი შიმშილით ხალხის სიკვდილამდე მიყვანა კვლავაც გრძელდება.
ირანის ისლამური რესპუბლიკის მთავრობა და ხალხი მკაცრად გმობს სიონისტური რეჟიმის მიერ საერთაშორისო კანონებისა და რეგულაციების, ადამიანის უფლებების და აგრეთვე საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის უხეშ დარღვევას და ჩაგრული პალესტინელების განსაკუთრებით კი ღაზაში მცხოვრები მოსახლეობის მიმართ ყოვლისმომცველი მხარდაჭერისათვის საერთაშორისო თანამეგობრობისა და მთავრობების განსაკუთრებით კი ისლამური ქვეყნების პასუხისმგებლობაზე ხაზგასმით, ითხოვს მთავრობებისა და საერთაშორისო ინსტიტუტების ეფექტურ, გადამწყვეტ და მყისიერ რეაგირებას ამ დანაშაულებების აღსაკვეთად და სისხლის სამართლის საქმის აღსაძვრელად დამნაშავეთა და მათ მხარდამჭერთა გასამართლების მიზნით.

ამ მიმართულებით ირანის ისლამური რესპუბლიკა მონაწილეობს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს ზეპირ მოსმენებში, პალესტინის მიწის ოკუპაციისა და პალესტინელი ხალხის თვითგამორკვევის უფლების დარღვევის საქმეზე და მხარს უჭერს მსოფლიოს სხვა ქვეყნების ძალისხმევას პალესტინელი ხალხის უფლებების დასაცავად.
ყოდსის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით (2024 წლის 5 აპრილი) ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ამ ქვეყნის პრინციპული და თანმიმდევრული პოლიტიკის გაგრძელებას პალესტინელი ხალხის განმათავისუფლებელი ბრძოლის მხარდასაჭერად და ეფექტური ქმედითი ზომების მიღების აუცილებლობას, ბავშვთა მკვლელი და ოკუპანტი სიონისტური რეჟიმის დანაშაულებების აღსაკვეთად. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ისლამური ქვეყნის მთავრობებსა და თავისუფლებისათვის მებრძოლ ხალხს მოუწოდებს ერთიანობისა და სოლიდარობისკენ, ჩაგრული პალესტინელი ხალხის მხარდასაჭერად და სიონისტური რეჟიმის ბოროტების შესაჩერებლად, რომელიც არღვევს რეგიონულ და საერთაშორისო სტაბილურობასა და უსაფრთხოებას.
ამასთან, ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საერთაშორისო და ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციებისა ვალდებულებას, პალესტინელი ხალხის უფლებების დასაცავად, ოკუპირებული ტერიტორიების გასათავისუფლებლად, წმინდა ყოდსში (იერუსალიმის არაბული სახელწოდება) და სხვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე სიონისტების სასტიკი დანაშაულების შესაჩერებლად და მათი აგრესიული და დესტაბილიზაციის გამომწვევი ქმედებების აღსაკვეთად.

متن دیدگاه
نظرات کاربران
تاکنون نظری ثبت نشده است