თბილისში მდებარე ირანის ისლამური სახელმწიფოს საელჩო ბანდარ აბასის დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად ხსნის სამძიმრის წიგნს
თბილისში მდებარე ირანის ისლამური სახელმწიფოს საელჩო 26 აპრილის შაჰიდ რაჯაის პორტში ტრაგიკული აფეთქების გამო მწუხარებას გამოთქვამს. ამ თავზარდამცემმა ინციდენტმა ირანის მოსახლეობას და მთავრობას მწუხარება მოჰგვარა ეს დღე კი ეროვნული გლოვის დღედ გამოცხადდა.
საელჩო იწვევს დიპლომატიურ კორპუსს, საქართველოს მაღალჩინოსნებს და მოქალაქეებს სამძიმრის წიგნში ხელის მოსაწერად.
საელჩო მდებარეობს ჭავჭავაძის 80 ნომერში. სამძიმრის წიგნი გახსნილი იქნება ოთხშაბათს, 30 აპრილს 11:00-13:00 საათებსა და ხუთშაბათს, 2 მაისს 14:00-16:00 საათების შუალედში.