23 November 2024
2021/10/22 - 18:04 View: 17473

( საინფორმაციო ბიულეტენი ( 47

( საინფორმაციო ბიულეტენი ( 47

რამდენი ვაქცინა გაკეთდა ირანში?

2021 წლის 14 ოქტომბრამდე სტატისტიკური მონაცემებით, ირანში 55 386 000 დოზა სინოფარმის, 6 350 000 ასტრაზენეკას, 5 550 000 ბარაქატის, 949 000 სპუტნიკის და 113 000 იაჰარათის ვაქცინა არის გამოყენებული.

https://tabnak.ir/004XWA

 

დაბალი სიმძლავრის ლაზერის წარმოება, რომელიც პაციენტის ტკივილს ამცირებს 

სამედიცინო აღჭურვილობის სფეროში მომუშავე სამეცნიერო კომპანია პაციენტებს მკურნალობაში ეხმარება. კომპანიამ წარმოებაში ჩაუშვა დაბალი სიმძლავრის ლაზერული თერაპიისა და მაგნიტური სტიმულაციის ორი აპარატი, რაც იმავდროულად ამცირებს მსგავსი აპარატურის იმპორტის აუცილებლობას ქვეყანაში.

https://www.isna.ir/news/1400072417068/

 

ნოემბრის მეორე ნახევრიდან სკოლებში სწავლა საკლასო ოთახებში განახლდება

განათლების მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის شمهقثظش ქაზემის განცხადებით, 12-დან 18 წლამდე მოსწავლეთა 60%-ის ვაქცინაცია შესაძლებლობას იძლევა, ნოემბრის მეორე ნახევრიდან, სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდეს.

https://t.me/Tasnimnews/206607

 

ევროკავშირის საგანგებო ელჩის ვიზიტი თეირანში ბირთვული საკითხზე მოლაპარაკებებზე კონსულტაციის მიზნით

ევროკავშირის საგანგებო ელჩი და ვენის ბირთვული მოლაპარაკებების ხელმძღვანელი ენრიკე მორა, რომელიც თეირანში ვიზიტით იმყოფება, პოლიტიკურ საკითხებში  ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა.

"ირანი ყოველთვის მზად არის სერიოზული მოლაპარაკებებისათვის, რომელიც დასრულდება პრაქტიკული შედეგებით და არა ისეთი შეთანხმებით, რომელიც მხოლოდ ქაღალდზე იარსეებს", - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალი ბაყერიმ და აღნიშნა, რომ „არსებობს სერიოზული ეჭვები შეერთებული შტატების რეალურ ნებასთან დაკავშირებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების თაობაზე“.

https://www.bbc.com/persian/iran-58908034

https://b2n.ir/w93345

 

 ზარყამი: ფასარგადი - ცივილიზაციის სიმბოლო

კულტურული მემკვიდრეობის, ტურიზმისა და ხალხური რეწვის მინისტრის განცხადებით,  ფასარგადი, მსოფლიო მნიშვნელობის პიროვნების, კიროსის სახელს უკავშირდება, იმისდა მიუხედავად, არის თუ არა ის აქ დაკრძალული და მნიშვნელოვანია იმ პიროვნებისათვის პატივის მიგება, რომელიც ირანელებს ეკუთვნის.ფასარგადის ცივილიზაცია, რომელიც ჩვენი წინაპრების იდენტობაა, უაღრესად ფასეულია-აღნიშნა მან.

https://www.isna.ir/news/1400072215823/

 

ირანელმა  ძალოსანმა გოგონებმა მსოფლიოში მესამე ადგილი დაიკავეს

ირანის ძალოსნობის ნაკრების ჯუნიორმა გოგონებმა, რომლებიც პირველად მონაწილეობდნენ მსოფლიო ჩემპიონატში, ორი ვერცხლის და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს და ჯამში 393 ქულით, მესამე ადგილზე გავიდნენ.

საერთაშორისო ჩემპიონატი, რომელიც 12-20 ოქტომბერს საუდის არაბეთის ქ. ჯიდაში, გაიმართა ირანის ახალგაზრდული ნაკრებისთვის პირველ საერთაშორისო გამოცდილებასთან ერთად, პირველი ისტორიული მედლების მოპოვებით დასრულდა.

https://tn.ai/2588349

 

გენერალი ბაყერი: ირანსა და პაკისტანს შორის სამხედრო-თავდაცვითი ურთიერთობები ფართოვდება

ირანის ისლამური რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა ხაზი გაუსვა ბოლო წლებში პაკისტანთან ურთიერთობების მნიშვნელოვან ზრდას და განაცხადა, რომ ორ ქვეყანას შორის სამხედრო და თავდაცვის სფეროში ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება.

http://yun.ir/oycuaf

ირანში გაიმართა ერთობლივი სპეციალიზებული საჰაერო თავდაცვის სწავლება ველაიათ 1400

ხათამ ალ-ანბიას გაერთიანებული საჰაერო თავდაცვის ბაზის მეთაურის ინფორმაციით   საჰაერო თავდაცვის ერთობლივი სამხედრო სწავლება ველაიათ 1400,წინასწარ განსაზღვრული ყველა ამოცანის შესრულებით, დასრულდა. როგორც ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის საჰაერო კოსმოსური ძალების მეთაურმა განაცხადა, ხათამ ალ-ანბიას გაერთიანებული საჰაერო თავდაცვის ბაზის არსებობიდან გამომდინარე, საჰაერო თავდაცვა ირანში არის გაერთიანებული და ირანის არმიასა და გუშაგთა კორპუს ქვეყნის ყველა რეგიონში აქვთ საჰაერო ბაზები. მისივე თქმით, საჰაერო თავდაცვის სწავლება ჩატარდა 80-იან და 90-იან წლებში დაბადებული ახალგაზრდა ირანელების მიერ.

www.irna.ir/news/84503633

http://farsnews.ir/news/14000721000551

 

 ახალი, უცნობი ვერტიკალური სროლის თავდაცვის სისტემა

საჰაერო თავდაცვის სისტემის ფოტოები პირველად გამოქვეყნდა ერთობლივი სპეციალიზებული საჰაერო თავდაცვის სწავლების „ველაიათ-1400-ის“ მიმდინარეობის დროს. გარეგნულად ამ სისტემაში რაც აშკარაა, არის საშუალო რადიუსის  მობილური საჰაერო თავდაცვის სისტემა, რომელიც იყენებს ვერტიკალურ გამშვებ მოწყობილობებს.ამ სისტემის შესახებ ინფორმაციას და სურათებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე:

https://tn.ai/2588542

 

რეგიონში ელექტრონული ვაჭრობის მხრივ არაბეთა გაერთიანებული საემიროები პირველ, ხოლო ირანი მეორე ადგილზეა

ელექტრონული ვაჭრობის ინდექსის განსაზღვრა, რომელიც მოიცავს 152 ქვეყანას, ხორციელდებაგაეროსვაჭრობისადაგანვითარებისკონფერენციის მიერსხვადასხვა სტანდარტებისა და კრიტერიუმების მიხედვით, რომელთა შორისაა ქვეყნების შესაბამისი ინფრასტრუქტურის მზადყოფნა ონლაინ-ვაჭრობის მხარდაჭერისა და ელექტრონულ ვაჭრობაში მონაწილეობისათვის. ელექტრონული ვაჭრობისსხვა უმნიშვნელოვანესი კრიტერიუმია ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობა, ფინანსურ ინსტიტუტებში ანგარიშების ფლობა, ინტერნეტ ანგარიშების ფლობა, ონლაინ ვაჭრობა და სხვა. სპარსეთის ყურის ქვეყნების პოზიცია ელექტრონულ ვაჭრობაში შემდეგნაირად გამოიყურება:

არაბეთა გაერთიანებული საემიროები რეგიონში პირველ,ხოლო მსოფლიოში 37-ე ადგილზეა

ირანი რეგიონში მე-2 , ხოლო მსოფლიოში44-ე ადგილზეა

საუდის არაბეთი რეგიონში მე-3 , ხოლო მსოფლიოში 49-ე ადგილზეა

კატარი რეგიონში მე-4 , ხოლო  მსოფლიოში 50-ე ადგილზეა

https://t.me/persiangulfstudies/41552

 

 

საჰაერო გზით მგზავრთა გადაყვანის მიხედვით ირანი სპარსეთის ყურეში მეოთხე ადგილზეა

ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე ნაჩვენებია სპარსეთის ყურის ავიაკომპანიების მგზავრთა რაოდენობა 1974 წლიდან 2018 წლამდე.  არაბეთა გაერთიანებულ საამიროებს 2018 წელს 95,5 მილიონი მგზავრით, სპარსეთის ყურეში პირველი, ხოლო  მსოფლიოში მე -12 ადგილი უკავია.  2018 წელს 25,6 მილიონი მგზავრით ირანი სპარსეთის ყურეში მეოთხე, ხოლო მსოფლიოში           32-ე ადგილს იკავებს.

https://t.me/persiangulfstudies/41547

 

ირანსა და თურქმენეთს შორისმესამე სასაზღვრო გამშვები პუნქტი გახსნა

ირანის გზებისა და ურბანული განვითარების სამინისტროს სატრანზიტო სამსახურის ხელმძღვანელის ინფორმაციით ქალაქ ინჩებორონში გაიხსნა მესამე სასაზღვრო გამშვები პუნქტი ირანსა და თურქმენეთს შორის.

http://tn.ai/2589789

 

შვეიცარიისეროვნულისაბჭოსპრეზიდენტი ისფაჰანს ესტუმრა

შვეიცარიისეროვნულისაბჭოსპრეზიდენტი ანდრეას აები ისფაჰანს ეწვია, სადაც შეხვდა მხარის გუბერნატორს და ქალაქის ხელმძღვანელობას. მან ისფაჰანს ძველი ცივილიზაციის მქონე ისტორიული ქალაქი უწოდა, და აღნიშნა, რომ რამდენადაც ისფაჰანის ნახვა  ყველა ტურისტის ოცნებაა, თავადაც სიამოვნებით დაათვალიერებს ქალაქის ისტორიულ ღირშესანიშნაობებს.

https://www.iribnews.ir/00Dceo

 

 ირანისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების სატელეფონო დიალოგი, ირანსა და ევროკავშირს შორის ბირთვული მოლაპარაკების შემდეგ

თეირანში ირანის ისლამური რესპუბლიკის  საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილისა და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილეს ენრიკე მორას შეხვედრის შემდეგ, გაიმართა სატელეფონო დილოგი ირანის და რუსეთის  საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის.

https://www.isna.ir/news/1400072215848/

 

 

متن دیدگاه
نظرات کاربران
تاکنون نظری ثبت نشده است