8 October 2024
2024/03/08 - 16:58 View: 2889

ათასობით დაღუპული პალესტინელი ქალის მხარდასაჭერად გააძეევთ ისრაელი ქალთა კომისიიდან!

დღეს ქალთა მსოფლიო დღეს აღვნიშნავთ რომელიც ღაზაში მცხოვრებ ქალთა და ბავშვთა მძიმე რეალობას ემთხვევა. ამ დღეს არ შეიძლება თვალი ავარიდოთ უცოდველი სამოქალაქო პირების თავზე დატეხილ უბედურებას. ისრაელის რეჟიმის თავდასხმას უდიდესი მსხვერპლი მოჰყვა 7 ოქტომბრიდან დღემდე 25000 -ზე მეტი ქალი და ბავშვია დაღუპული.

ღაზაში უკანასკნელ ხანს დატრიალებულმა ამბებმა მსოფლიო საზოგადოების რისხვა და აღშფოთება გამოიწვია. მიუხედავად საზოგადოებრივი აზრის ზეწოლისა და კრიტიკისა, რომელიც ისრაელის რეჟიმის პასუხისმგებლობის საკითხს აყენებს, აღნიშნული რეჟიმი კაციობრიობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებათა ჩადენას ისევ განაგრძობს. ჰუმანიტარული კრიზისი რეგიონში ძალზე გამწვავებულია.

მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო ისრაელის რეჟიმის მიერ პალესტინელთა გენოციდის საკითხს განიხილავს, რაც სიტუაციის გაუარესებას აჩვენებს. სამოქალაქო პირების მიმართ გამოჩენილი განუკითხავი ძალადობა დაუსჯელი არ უნდა დარჩეს, საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა გადადგას ქმედითი ნაბიჯები, რათა ისრაელის რეჟიმმა, ჩადენილ დანაშაულებათა გამო, პასუხი აგოს.

ბოლო დროს გამოქვეყნებული ცნობები გვიყვება ღაზაში მცხოვრებთა უმძიმეს ვითარებაზე, მათ შორის იმ ფაქტზე, თუ როგორ დახოცეს ისრაელელმა სამხედროებმა ასზე მეტი სამოქალაქო პირი, რომლებიც საკვების ასაღებად რიგში იდგნენ.

ძალის გადამეტება და სამოქალაქო პირთა განადგურება საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევაა, მიუხედავად ამისა, ისრაელის რეჟიმი ჯერაც დაუსჯელად განაგრძობს თარეშს. შეერთებული შტატები, ისრაელის უმნიშვნელოვანესი მხარდამჭერი, განაგრძობს მის მომარაგებს სამხედრო აღჭურვილობებით და იარაღით. ამერიკა ასევე ეწინააღმდეგება ცეცხლის დაუყოვნებლივი შეწყვეტისკენ მიმართულ ძალისხმევას და ამით მდგომარეობას კიდევ უფრო ართულებს.

ქალთა საერთაშორისო დღეს, მოდით, სოლიდარობა გამოვუცხადოთ ღაზელ ქალებს და ბავშვებს. მათი ხმა უნდა ისმოდეს. გაეროს ქალთა სტატუსის კომისიამ უნდა მიიღოს ზომები! მოვუწოდებთ UNCSW-ს, გააძევოს ისრაელის რეჟიმი ამ კომისიიდან.

متن دیدگاه
نظرات کاربران
تاکنون نظری ثبت نشده است