8 October 2024
2024/08/08 - 13:49 View: 74

ირანში CONFAIR 2024 -  წლის მთავარი სამშენებლო გამოფენა გაიმართება

ირანის სამშენებლო ინდუსტრია ემზადება დიდი მნიშვნელობის ღონისძიებისთვის - 2024 წლის საერთაშორისო CONFAIR-ის გამოფენისთვის. გამოფენა შედგება თეირანის საერთაშორისო მუდმივ მოქმედ ბაზრობაზე 29 აგვისტოდან 1-ელ სექტემბრამდე.

 აღნიშნულ ღონისძიებას ბიზნესსა და სამშენებლო სექტორში დიდი გამოხმაურება აქვს, მასში მონაწილეობენ 800 შიდა ქვეყნის და 200 საერთაშორისო კომპანია. ისინი წარადგენენ  ინდუსტრიის ბოლო თაობის მიღწევებსა და ინოვაციებს. CONFAIR 2024 ირანი უდიდესი სამშენებლო გამოფენადაა აღიარებული, სადაც წარმოდგენილი იქნება ბრენდები, ინდუსტრიის მოქმედი ლიდერები, ღონისძიებას სამშენებლო პროფესიონალთა ფართო სპექტრი დაესწრება.

ბოლო თაობის ტრენდები და ურთიერთდაკავშირება

CONFAIR 2024 მნახველს სთავაზობს უნიკალურ ბიზნეს პლათფორმას:

  • ფასეული ურთიერთკავშირის დამყარება: დაეკონტაქტეთ სამშენებლო სექტორის ირანელ თუ საერთაშორისო კომპანიებს.
  • აღმოაჩინე განვითარების და გაფართოების გზები: გაეცანი პოტენციურ შესაძლებლობებს, რათა გაზარდო საკუთარი ინდუსტრია.
  • განავითარე სამშენებლო ბაზარი შენი ცოდნით: აღმოაჩინე და შენი წვლილი შეიტანე სამშენებლო სფეროში გამოწვევების აღმოსაფხვრელად.
  • იპოვეთ ბიზნეს-პარტნიორები და ინვესტორები: ურთიერთობა დაამყარეთ პოტენციურ თანამშრომლებთან და მოიპოვე დაფინანსების შესაძლებლობა.
  • ინოვაციების გაზიარება: გააცანი დამსწრე საზოგადოებას ბოლო თაობის ინოვაციები და მნიშვნელოვანი იდეები.

კომფორტი ღონისძიებაში მონაწილეებისთვის

CONFAIR 2024 ორგანიზატორები სრულ დახმარებას გაუწევენ მონაწილეებს, რათა გამოფენა უპრობლემოდ და პროდუქტიულად წარიმართოს. რეგისტრაციის, საგამოფენო ადგილის შერჩევის, დაბინავების, ტრანსპორტირებისა და ვიზის აღებაში მონაწილეებს გაეწეევათ სრული დახმარება, რათა მათ დაბრკოლების გარეშე შეძლონ ბიზნეს-პარტნიორების მოზიდვა და  სამშენებლო სფეროში მრავალი შესაძლებლობების აღმოჩენა.

დამატებით, ორგანიზატორები უზრუნველყოფენ ადგილზე  კონსულტაციებსა და დახმარებას, რათა დამსწრე საზოგადოებამ უპრობლემოდ  შეარჩიოს ირანულ მარკეტზე სასურველი პროდუქტი.

არ გამოტოვო ეს ღირსშესანიშნავი ღონისძიება

ირანში დაგეგმილი სამშენებლო გამოფენა CONFAIR 2024 გრძელვადიანი თანამშრომლობისთვის შესანიშნავი შესაძლებლობაა. თუ შენ ხარ გამოცდილი პროფესიონალი ან წარმოადგენ კომპანიას, რომელიც ეძებს ახალ ბაზარს, ეს ღონისძიება თქვენი წარმატებული ბიზნესის საწინდარია.

 

დამატებითი ინფორმაციისა და რეგისტრაციის დეტალების გასარკვევად, გთხოვთ, ეწვიოთ CONFAIR-ის ოფიციალურ ვებ-გვერდს ან დაეკონტაქტეთ საელჩოს: https://confair-expo.ir/

 

 

تصاویر

متن دیدگاه
نظرات کاربران
تاکنون نظری ثبت نشده است