27 March 2026
2026/03/08 - 10:39 View: 83

მთელ მსოფლიოში ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩებისა და დიპლომატიური და საკონსულო წარმომადგენლობების ხელმძღვანელების განცხადება აშშ-სა და სიონისტური

.

 

მთელ მსოფლიოში ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩებისა და დიპლომატიური და საკონსულო წარმომადგენლობების ხელმძღვანელების განცხადება  აშშ-სა და სიონისტური რეჟიმის მიერ ირანის წინააღმდეგ განხორციელებულ სამხედრო აგრესიასთან დაკავშირებით

 

სახელითა უზენაესისა

ჩვენ, ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩები და დიპლომატიური და საკონსულო წარმომადგენლობების ხელმძღვანელები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, როგორც დიდი ირანელი ხალხის წარმომადგენლები და ეროვნული ინტერესების დამცველნი, პატივს მივაგებთ რა ისლამური რევოლუციის უმაღლეს იდეალებსა და უწარჩინებულეს მოწამეთა, განსაკუთრებით მოწამეობრივად აღსრულებული ჩვენი სულიერი ლიდერის, აიათოლა ხამენეისა და სამშობლოს თითოეული მოწამის, მათ შორის მინაბში დაღუპული 175 ანგელოზის ხსოვნას, რომლებიც ჩვენი უზენაესი სულიერი ლიდერის თეირანში აღსრულების დღეს, ამერიკელთა და სიონისტთა მიერ გაშვებულ რაკეტას ემსხვერპლნენ, ვდებთ აღთქმას, დიპლომატიურ არენაზე, მტრის სასტიკი თავდასხმის პირისპირ, მთელი არსებით დავიცვათ ირანის სუვერენიტეტი, ეროვნული ღირსება და ტერიტორიული მთლიანობა.

 

ამერიკელი ოფიციალური პირების მიერ დიპლომატიური აპარატისა, ღირსეული და პატრიოტი ირანელი დიპლომატების შესახებ ამ დღეებში გაკეთებული აბსურდული განცხადებები კიდევ ერთხელ აშკარად მიანიშნებს იმაზე, რომ მათ არ ესმით ირანისა და ირანის ისლამური რესპუბლიკის უძირითადესი რეალობები. ეს განცხადებები ასევე მეტყველებს იმაზე, რამდენად ღრმაა მათი სიძულვილი და მტრობა ირანელი ერისა და ირანელების ეროვნულ-რელიგიური ღირებულებების მიმართ, განსაკუთრებით კი სამშობლოსადმი ერთგულებისა და ირანის ბოლომდე მხარდაჭერის პრინციპის მიმართ.ეს განცხადებები, რომლებიც საერთაშორისო სამართლისა და დიპლომატიური ნორმების ფუნდამენტური პრინციპებისა და საფუძვლების აშკარა დარღვევას წარმოადგენს, ერთდროულად ასახავს მათ საბოლოო მარცხს ირანის წინააღმდეგ მიმართულ სამხედრო აგრესიაში და ასევე წარმოადგენს სასოწარკვეთილ მცდელობას ჩვენი ძვირფასი სამშობლოს შვილების წინააღმდეგ წარმოებულ კოგნიტურ-ფსიქოლოგიურ ომში.

 

როგორც ირანის ელჩები და დიპლომატიური წარმომადგენლობები მთელ მსოფლიოში, ხაზს ვუსვამთ, რომ გავაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის ძლიერ დიპლომატიურ ძალისხმევას მტრის წინააღმდეგ. ირანის მამაც შეიარაღებულ ძალებთან ერთად, ერთსულოვნად და გვერდიგვერდ, არ შევწყვეტთ ძალისხმევას წინ აღვუდგეთ მტრის ბოროტებას. ვიქნებით ჩვენი ჩაგრული და ამავე დროს ძლიერი ხალხის ძლიერი ხმა საერთაშორისო დიპლომატიის ასპარეზზე და ერთი წამითაც არ დავიხევთ უკან სამშობლოს წინაშე ჩვენი სამართლებრივი, ეროვნული, რელიგიური და მორალური მოვალეობის აღსრულებისას.

 

ირანის ისლამური რესპუბლიკა, ღვთის წყალობით, ერისა და ხელისუფლების გონიერებითა და ფოლადისებრი შეუპოვრობით, ამ დიდი გამოცდიდან ამაყად და გამარჯვებულად გამოვა და ჩაშლის ირანის მტრების ინტრიგებს,  რომლებიც ირანელი ერის დასუსტებას ისახავს მიზნად.

 

ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩები და დიპლომატიური და საკონსულო წარმომადგენლობების ხელმძღვანელები მთელ მსოფლიოში

 

2026 წლის 6 მარტი

 

متن دیدگاه
نظرات کاربران
تاکنون نظری ثبت نشده است