23 November 2024
2021/07/30 - 17:46 View: 4563

ირანი საინფორმაციო ბიულეტენი (35)

ირანი საინფორმაციო ბიულეტენი (35)

ისლამური რევოლუციის ლიდერმა ირანული კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინის მეორე დოზა მიიღო

გასულ პარასკევს დილას (23 ივლისს) ისლამური რევოლუციის ლიდერმა აიათოლა ხამენეიმ  ირანული კოვობარაქატის ვაქცინის მეორე დოზა მიიღო.  ვაქცინის პირველი დოზით აცრა მას 25 ივნისს გაუკეთდა.

მეორე დოზით ვაქცინაციის შემდეგ მან განაცხადა, რომ პირველი დოზის მიღების შემდეგ  აბსოლუტურად არანაირი გვერდითი მოვლენა არ ჰქონია. "მადლობა ღმერთს, რომ ძალიან კარგად დასრულდა. არანაირი ტკივილი, სიცხე და მსგავსი არაფერი ყოფილა" -აღნიშნა მან.

მანვე ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ  კონავირუსის მუტაციის შედეგად წარმოქმნილი შტამების გამო,  რომლებიც ზედიზედ ხუთჯერ ან ექვსჯერ მოხდა, საფრთხეები კვლავ არსებობს.

მისი თქმით კოვიდთან ბრძოლისათვის საჭიროა ყოველგვარი რეგულაციის დაცვას, მათ შორის სოციალური დისტანციის დაცვას და პირბადის გამოყენებას.  

https://tn.ai/2542387

https://t.me/isna94/204844

https://t.me/isna94/204793

 

საყოველთაო ვაქცინაციის სტატისტიკა "ბარაქატის" ვაქცინის გამოყენებით

სურსათისა და წამლის ადმინისტრაციის სპიკერის ინფორმაციით, საყოველთაო ვაქცინაციის ფარგლებში  409 ათას 987  ადამიანმა მიიღო ვაქცინის პირველი დოზა. მისივე თქმით ვაქცინაცირებულად ითვლებიან კლინიკური კვლევების სამი ფაზის მონაწილეებც.

https://www.isna.ir/news/1400050200880/

 

ირანმა იაპონიიდან მიიღო კორონას საწინააღმდეგო ვაქცინა

ირანმა მიიღო იაპონიაში წარმოებული  ვაქცინის პირველი პარტია, რომელიც შეიცავს 1 მილიონ 87 ათას 570 დოზას. იაპონური ვაქცინები გაეროს საშუალებით გადაეცა ირანის ჯანდაცვის სამინისტროს.

www.irna.ir/news/84413716/

 

ირანელმა სპორტსმენმა ირანის ტყვიის სროლის ისტორიაში პირველი ოლიმპიური ოქროს მედალი მოიპოვა

ირანელმა ტყვიის მსროლელმა ჯავად ფორუღიმ ტოკიოს ოლიმპიადაზე პნევმატური პისტოლეტით სროლის დროს ოქროს მედალი მოიპოვა. ეს არის პირველი ოლიმპიური ოქროს მედალი ირანის ტყვიის სროლის ისტორიაში, რომელიც ამ  სპორტსმენმა მოიპოვა.

https://www.isna.ir/news/1400050200845/

  

ჰიდრო-ბოჭკოვანი ჭრილობის სახვევის წარმოება განათლების აკადემიური ცენტრის მიერ

განათლების აკადემიური ცენტრის ჰიდრო-ბოჭკოვანი ჭრილობის სახვევის პროექტის დირექტორის მოჯდე აზიზის განცხადებით, აღნიშნული პროექტი თითქმის დასრულებულია და დამზადებულია კარგი ხარისხის ნიმუშები. მისივე თქმით, ჰიდრო-ბოჭკოვანი ჭრილობის სახვევი არის თანამედროვე სახვევები, რომლებიც გამოიყენება სხვადასხვა სახის ჭრილობების, მათ შორის ქრონიკული ჭრილობების სამკურნალოდ. "მსგავსი პროდუქტების უმეტესობას ამერიკული და ევროპული კომპანიები ამზადებენ. ამ ტექნოლოგიის მოპოვება და მაღალი ხარისხის მქონე  პროდუქციის შიდა წარმოება მიზნად ისახავას ქვეყნის თვითკმარობის გაზრდას.

https://www.isna.ir/news/1400042719687/

 

ეგზემას საწინააღმდეგო კრემის წარმოება წურბელის ნერწყვის გამოყენებით

გორგანის აგრარულ მეცნიერებათა და ბუნებრივი რესურსების უნივერსიტეტის სასწავლო ცენტრში არსებული სამეცნიერო-კვლევითი კომპანიის მკვლევრებმა შეძლეს ეგზემას საწინააღმდეგო რე-კომბინირებული ნანოტექნოლოგიური კრემის წარმოება, რომელიც დამზადებულია წურბელის ნერწყვის და მისი ეფექტური ფერმენტების საფუძველზე.

http://www.isna.ir/news/1400043122263

 

ირანმა მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო ავიაკოსმოსურ გამოფენაში (МАКS)

ირანის ისლამური რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრომ და 35-მა სამეცნიერო-კვლევითმა ირანულმა  მონაწილეობა მიიღეს  რუსეთში Maks 2021 საერთაშორისო საჰაერო გამოფენაში. როგორც თავდაცვის მინისტრის მოადგილემ და ირანის საავიაციო ინდუსტრიის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა განაცხადა, წელს ირანულ პავილიონში წარმოდგენილი იყო  სასწავლო თვითმფრინავი, ვერტმფრენი, ძრავის ნაწილები და ელექტრონული მოწყობილობები, თუმცა აქცენტი უფრო მეტად გაკეთდა ირანულ დრონებზე მათი კომერციალიზაციის მიზნით.

https://www.iribnews.ir/00DIrs

 

პირველი ირანელი ქალი მსაჯი ტოკიოს ოლიმპიადაზე

საერთაშორისო კატეგორიის  მსაჯი სიმინ რეზაი პირველი ირანელი ქალი მსაჯია, რომელიც მაგიდის ჩოგბურთის მსოფლიო ფედერაციამ მიიწვია 2020 წლის ოლიმპიური თამაშებზე.  სიმინ რეზაიმ ამ დროისთვის უკვე იმსაჯა რამდენიმე შეხვედრა. ის საკმაოდ გამოცდილი მსაჯია, რომელიც ოლიმპიური თამაშების შესარჩევი თამაშებზეც გამოვიდა და დიდი შანსი აქვს ტოკიოს ოლიმპიადის ფინალურ შეხვედრაზეც გამოვიდეს.

https://www.isna.ir/news/1400050100333/

  

ირანელი რეჟისორი ვენეციის კინოფესტივალის ჟიურის წევრად აირჩიეს

ირანელი კინორეჟისორი შაჰრამ მოქრი ვენეციის 78-ე კინოფესტივალის ჰორიზონტების სექციის ჟიურის წევრად აირჩიეს.  მანამდე ირანელი რეჟისორი  ვენეციის კინოფესტივალის ჰორიზონტების სექციაში კინოფილმით "თევზი და კატა" იყო წარმოდგენილი. 2020 წელს კი შაჰრამ მოქრიმ კინოფილმისათვის "დაუდევარი დანაშაული" დამოუკიდებელი კრიტიკოსების პრიზი  მოიპოვა.   

https://www.isna.ir/news/1400043022054/

 

ისპაჰანის მუნიციპალიტეტში წარმოდგენილი იქნა ახალი ტურისტული პროგრამა 

ისპაჰანის მერის და ტურისტული ორგანიზაციების წარმომადგენელთა მონაწილეობით,   წარმოდგენილი იქნა მუნიციპალიტეტის კომუნიკაციების და საერთაშორისო საქმეთა დეპარტამენტის მიერ მომზადებული 10 ენაზე თარგმნილი საერთაშორისო ფილმები ისპაჰანის შესახებ, დაძმობილებული ქალაქების ვიდეოები, და ტურიზმის შესახებ გამოცემული სპეციალური წიგნები.      

აღნიშნულ ფილმებში ისპაჰანის უკეთ გაცნობის მიზნით, წარმოდგენილია ქალაქის  ღირშესანიშნაობები ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ, რუსულ, ჩინურ, ესპანურ, კატალონიურ, სომხურ, იტალიურ და მალურ ენებზე .

http://news.isfahan.ir/node/36279

 

ირანში იხსნება შუა აღმოსავლეთის ყველაზე გრძელი მაგისტრალური გვირაბი

სულ მალე ექსპლოატაციაში შევა ირანის ყველაზე გრძელი მაგისტრალური გვირაბი, რომელიც  თეირანი ჩრდილოეთ ირანის რეგიონებთან დაახლოვებს. გვირაბის სიგრძეა 6,5 კმ და ის აგვისტოში გაიხსნება. თეირან-ჩრდილოეთ ირანის ავტომაგისტრალის მეორე ფაზის 95 პროცენტი ხიდებისა და გვირაბებისგან შედგება.  ახალ  გვირაბს შუა აღმოსავლეთში ყველაზე გრძელ გვირაბს უწოდებენ.

https://t.me/farsna/231865

  

5G ინტერნეტი ირანში ერთი წლის გახდა

ირანში პირველი 5G ტექნოლოგიის ამოქმედებიდან ერთი წელი გავიდა და ამ პერიოდში გაშვებული იქნა 10 მეხუთე თაობის ინტერნეტის 10 სადგური, რომელთაგან ზოგიერთი საყოველთაო გამოყენებისაა.  5G შესაძლებლობის მქონე სმარტფონის მფლობელებს კი შეუძლიათ ისარგებლონ სწრაფი ინტერნეტით.

https://www.isna.ir/news/1400050100150/

  

გურე-ჯასკის ნავთობსადენი ამოქმედდა

ბუშერის, ფარსისა და ჰორმოზგანის პროვინციებში ექსპლოატაციაში შევიდა ნედლი გურე-ჯასკის ნავთობსადენის პროექტი, რომლის საინვესტიციო ღირებულება  2 მილიარდ 118 მილიონ დოლარს შეადგენს. აღნიშნული ხაზით ირანის ნავთობინდუსტრიაში პირველად მოხდება ნავთობის მიღება და მისი ექსპორტი ომანის ზღვაში. ნავთობსადენში გამოყენებული კოროზიის მიმართ მდგრადი მილის წარმოება, რომლის სიგრძე ათას კილომეტრს შეადგენს, განხორციელდა ირანელი სპეციალისტების მიერ.  მოხდა ადგილობრივი ინჟინრების მიერ, რომელთა მადნის, ფურცლის ფილისა და მისი დაფარვაც მთლიანად წარმოებულია ადგილობრივი წარმოების მიერ. ნავთობსადენის გახსნის ოფიციალურ ღონისძიებაზე ირანის ნავთობის მინისტრმა ნავთობსადენის გახსნას ისტორიული უწოდა. მისი თქმით, ირანის ნავთობინდუსტრიის საუკუნოვან ისტორიაში პირველად მოხდება ნავთობის ექსპორტი მაქრანის სანაპიროდან ომანის ზღვაში. მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ჯასკის პორტამდე ნავთობის ტრანსპორტირების ხარჯები მილსადენით ტანკერთან შედარებით 60 ცენტიდან 40 ცენტამდე შემცირდება

www.irna.ir/news/84412875/

http://www.isna.ir/news/1400043122302

 

ირანის რკინიგზა მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანეს

ირანის რკინიგზა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ზეგლთა სიაში შეიტანეს. ირანის რკინიგზა ამ ქვეყნის 25-ე ძეგლია, რომელიც მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად დარეგისტრირდა.

http://www.isna.ir/news/1400050301733

 

ირანის ცივილიზაციის სიდიადე გამოფენაზე იქნა წარმოდგენილი

ბრიტანეთის ვიქტორიასა და ალბერტის მუზეუმი მასპინძლობს "ეპიკური ირანის" გამოფენას, სადაც წარმოდგენილია ირანის ცივილიზაციის ისტორიასთან დაკავშირებული ხელოვნებისა და კულტურის ძეგლები, რომლებიც  ხუთი ათასზე მეტ წელს ითვლის. გამოფენაზე ნაჩვენებია ძველი ირანის, ისლამური და თანამედროვე პერიოდის ხელოვნების ნიმუშები,  რაც დამთვალიერებლებს აცნობს ირანული კულტურის ცვლილების  პროცესს.

https://b2n.ir/q71213

 

ირანის საზღვაო ძალების მეთაურმა მონაწილეობა მიიღო რუსეთის საზღვაო აღლუმში

ადმირალი ჰოსეინ ხანზადი რუსეთის თავდაცვის მინისტრის მიწვევით, პეტერბურგში იმყოფებოდა, სადაც მონაწილეობა მიიღო რუსეთის მთავარ სამხედრო-საზღვაო აღლუმში.  აღლიმში მონაწილეობის მისაღებად პეტერბურგში ჩავიდნენ ირანის ისლამური რესპუბლიკის  სტრატეგიული საზღვაო ქვედანაყოფის გემები ავიამზიდი მაქრანი და საბრძოლო გემი საჰანდი. რუსეთის მთავარ სამხედრო-საზღვაო აღლუმში მონაწილეობას იღებდა 54-ზე მეტი სამხედრო გემი და ათობით წყალქვეშა ნავი რუსეთიდან და აზიიდან, აფრიკის და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებიდან.

https://www.iribnews.ir/00DJZl

 

Centcom: ირანულმა დრონებმა ამერიკის ძალებს აართვეს საჰაერო უპირატესობა

ტერორისტული ორგანიზაცია აშშ- შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობის ხელმძღვანელმა აღიარა ირანის ისლამური რესპუბლიკის  უპილოტო თვითმფრინავების  შესაძლებლობები და განაცხადა, რომ აღნიშნული ფაქტი აშშ-ს ართმევს საჰაერო უპირატესობას დასავლეთ აზიის რეგიონში. მაკკენზიმ წარმომადგენლობითი პალატის პალატის შეიარაღებული ძალების კომიტეტისადმი მიწერილ მოხსენებაში აღნიშნა, რომ ირანის მიერ მცირე და საშუალო ზომის უპილოტო საფრენი აპარატების ფართოდ გამოყენებამ სადაზვერვო და საომარი ოპერაციებისათვის, განაპირობა ის, რომ ამერიკას კორეის ომის შემდეგ პირველად უწევს სამხედრო ოპერაციების წარმოება სრული საჰაერო უპირატესობის გარეშე.

http://fna.ir/17322

ირანი საინფორმაციო ბიულეტენი (35)- PDF

متن دیدگاه
نظرات کاربران
تاکنون نظری ثبت نشده است