8 October 2024
2021/08/06 - 17:34 View: 4594

ირანი საინფორმაციო ბიულეტენი (36)

ირანი საინფორმაციო ბიულეტენი (36)

ირანელების 60% ირანული ვაქცინით მიმდინარე წლის ბოლომდე აიცრება

ჯანდაცვის სამინისტროს საინფორმაციო კომიტეტის ხელმძღვანელმა და სურსათისა და წამლის ადმინისტრაციის სპიკერმა ქიანოშ ჯაჰანფურმა შიდა წარმოების ვაქცინების კლინიკური კვლევის წარმატებულ პროცესზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ დრომდე  ქვეყანაში 11 მილიონზე მეტი ვაქცინაა გამოყენებული, რომელთაგან 5% ირანული წარმოების ვაქცინებია. "ჩვენი პროგნოზით, აგვისტოს ბოლოს ირანული ვაქცინების წილი 20-25%-ს მიაღწევს და წლის ბოლოსთვის, ვაქცინაციის 60% შიდა წარმოების ვაქცინით მოხდება" -აღნიშნა მან.

https://www.ilna.news/fa/tiny/news-1110188

 

ირანში ვაქცინაციის პროცესში  პასტერის ვაქცინის გამოყენება  იწყება

ირანის პასტერის ინსტიტუტის დირექტორის განცხადებით:

🔹  სექტემბერში ირანისა და კუბის ერთობლივი ვაქცინის შესახებ ინფორმაციას მივაწვდით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას.

🔹  ამ ვაქცინის დაახლოებით 120 ათასი  დოზა ჯანდაცვის სამინისტროს გადაეცა, რომელიც ამ კვირაში საყოველთაო ვაქცინაციის პროგრამაში ჩაეშვება.

http://tn.ai/2544523

 

ირანელმა ექიმმა კარიესის მკურნალობის თანამედროვე მეთოდი დაარეგისტრირა

შაჰიდ ბეჰეშთის სამედიცინო სკოლის მკვლევართა ჯგუფმა 15 წლიანი მუშაობის შედეგად, კარიესის მკურნალობის ახალ მეთოდს მიაგნო დეპულპაციის გარეშე. ამ მეთოდით პულპის და კბილის სიცოცხლისუნარიანობა შენარჩუნებულია და გარკვეულწილად, თვითმკურნალობით მიმდინარეობს. მკურნალობის ეს მეთოდი უპრეცედენტოა მსოფლიოში და კარიესის მკურნალობის ყველაზე იაფი და უსაფრთხო მეთოდია. ვრცლად ამის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ სპარსულენოვან ვიდეოში შემდეგ ბმულზე:

https://www.iribnews.ir/00DK8S

 

115 ირანელი მოსწავლე  გამომგონებელთა მსოფლიო ფედერაციაში გაწევრიანდა

ირანელი მოსწავლეების პირველი ჯგუფი, რომელიც დაკომპლექტებულია ავიცენას  მოსწავლეთა  ფესტივალის მონაწილე 115 მოსწავლით,  გამომგონებელთა მსოფლიო ფედერაციაში გაწევრიანდა. ჟენევაში ფედერაციის შტაბ-ბინაში მათ უკვე მიენიჭათ  გამომგონებლის სტატუსი და შესაბამისი კოდი.  

http://fna.ir/30gcb

 

ირანმა მრავალსართულიანი მოდულური სახლების მშენებლობის ტექნოლოგია მოიპოვა

ირანში დაიწყო მოდულური სახლების მშენებლობისა და დიზაინის ეროვნული პროექტის განხორციელება. მოდულური სახლების მშენებლობის ტექნოლოგიის გამოყენებით შესაძლებელი გახდება 12 სართულიანი კორპუსის მშენებლობა 6 თვეში ასწლიანი ექსპლოატაციის ვადით. მოდულური სახლები ასევე მდგრადია ძლიერი მიწისძვრისა და ხანძრის მიმართ და  მაღალი თბოიზოლაციით გამოირჩევა.

https://khabaronline.ir/news/1539432

 

იაზდის უდაბნოში შექმნილი ჭკვიანი სათბური

ერთ-ერთმა ირანელმა იაზდის სიახლოვეს შუაგულ უდაბნოში ინტერნეტის ქსელში ჩართული  ჭკვიანი სათბური შექმნა, რომელიც ავტომატიზაციის სისტემით არის აღჭურვილი. სათბურის მფლობელის განცხადებით, ავტომატიზაციის სისტემის წყალობით შეძლო ელექტროენერგიისა და წყლის მოხმარების შემცირება. აღნიშნულ თემაზე სპარსულენოვანი სიუჟეტი შეგიძლიათ ნახოთ შემდეგ ბმულზე:

https://t.me/isna94/205532

 

ირანი სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებით მსოფლიოში მე-15 პოზიციაზეა

ირანის გეოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ირანი მსოფლიოში მე -15 ადგილზეა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების თვალსაზრისით. ”წარსულში ირანი იყო რკინაქვის ერთ -ერთი უმსხვილესი ექსპორტიორი, მაგრამ ახლა ქვეყანა ფოლადის მეცხრე უდიდესი ექსპორტიორია მსოფლიოში"-აღნიშნა მან.

https://www.isna.ir/news/1400050604392/

 

ჩაბაჰარის პორტის განვითარებასთან დაკავშირებით ირანის, უზბეკეთის, ინდოეთისა და ავღანეთის ოთხმხრივი შეხვედრა გაიმართება

ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის არინდამ ბაღჩის განცხადებით:  

 - ირანი, უზბეკეთი, ინდოეთი და ავღანეთი სავარაუდოდ, მომავალ წელს ოთხმხრივი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში გამართავენ შეხვედრას ჩაბაჰარის პორტის განვითარებასთან დაკავშირებით.  

-  ინდოეთი ასევე გამოვიდა ჩაბაჰარის პორტის ჩრდილო-სამხრეთის საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფანში (INSTC) ჩართვის ინიციატივით.

https://t.me/akhbaarejahan/14168

 

ჩინეთში ირანული ქარხანა ამოქმედდა

ჩინეთში ირანელი სპეციალისტების მიერ ამოქმედდა ღრუბლოვანი რკინის საწარმო ქარხანა. აღნიშნულ ქარხანაში წარმოება ტრადიციული ირანული (PERED) ტექნოლოგიით მიმდინარეობს.  აღსანიშნავია, რომ  ჩინეთი ფოლადის წარმოების მხრივ მსოფლიოს პირველი სახელმწიფოა, მაგრამ გარემოსდაცვითი გამოწვევებიდან გამომდინარე წარმოების ირანულ ტექნოლოგიაზე გადავიდა.

https://t.me/farsna/232718

ირანის ქალაქ ბოჯნორდში მსოფლიოს  ყველაზე გრძელი ქაბაბი დაამზადეს

მსოფლიოში ყველაზე გრძელი, 110 მეტრიანი ქაბაბი "ყადირის" დღესასწაულთან დაკავშირებით, ქალაქ  ბოჯნორდში დაამზადეს. ყველაზე გრძელი ქაბაბი 1300 გაჭირვებულ ადამიანს შორის განაწილდა.  სპარულენოვანი ვიდეოს ნახვა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე:

https://tn.ai/2545949

ავრამანის მთიანი  რეგიონი მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად გამოცხადდა

ავრამანის კულტურული ლანდშაფტის ცენტრის დირექტორის ინფორმაციით, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 44 -ე სესიაზე  ავრამანის მთიანი რეგიონი მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად გამოცხადდა.

https://tn.ai/2544746

 

ბუზარჯმეჰრ ყაენის მავზოლეუმი

🔹 ბუზარჯმეჰრ  ყაენი იყო მე-10 საუკუნის  ერთ -ერთი ცნობილი ირანელი პოეტი,  მწერალი და მწიგნობარი, რომელიც  ლექსებს სპარსულ და არაბულ ენებზე წერდა.

🔹 ბუზარჯმეჰრ ყაენის მავზოლეუმი მდებარეობს აბუზარის მთის ფერდობზე ყაჰესთანის ტყის პარკის სიახლოვეს, ყაენ-ბირჯანდის გზის აღმოსავლეთით.

https://t.me/isna94/205187

 

ჩაჰარმაჰალის და ბახთიარის პროვინციაში გაშენებულ გლადიოლის ერთადერთ პლანტაციაში  ყვავილების აღება დაიწყო

ჩაჰარმაჰალის და ბახთიარის პროვინციის ქალაქ ბორუჯენში გაშენებული გლადიოლის პლანტაციიდან ყვავილების აღება დაიწყო. აღნიშნული პლანტაცია ირანელი ინვესტორის მიერ 6 ჰექტარზეა ღია ცის ქვეშ გაშენებული. გლადიოლის იგივე ხმალას სავეგეტაციო პერიოდი 50 დღეა.  მისი კრეფა აგვისტოს დასაწყისიდან იწყება და ერთი თვე გრძელდება.

http://fna.ir/308tz

 

ირანელი პატარძლის დედა: ახალგაზრდა გოგონა, რომელსაც 1368 ქალიშვილი ჰყავს

26 წლის სიმა ალიფური ყველაზე ახალგაზრდა ირანელი ქველმოქმედია, რომელსაც "ირანელი პატარძლის დედას" უწოდებენ. სიმა ალიფურმა საქმრო სიმსივნის გამო დაკარგა და სწორედ ამის შემდეგ დაიწყო საქველმოქმედო საქმიანობა. იგი კეთილი ადამიანების დახმარებით,  ეხმარება ახალგაზრდებს დაოჯახებაში და საქორწინო ხარჯების გადახდაში. სიმა ალიფურის დახმარებით, დღემდე 1368 ირანელი გოგონა დაოჯახდა. სიუჟეტი სიმა ალიფურის ქველმოქმედების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ  შემდეგ ბმულზე.

http://pana.ir/news/1204265

 

ირანი საზღვაო ძალების სიდიდით მსოფლიოს მეექვსე სახელმწიფოა

ზღვებისა და ოკეანეების სტრატეგიული მნიშვნელობიდან გამომდინარე, ბევრი ქვეყანა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საკუთარი საზღვაო ძალების გაძლიერებას. Global Firepower-ის ანგარიშის თანახმად, აშშ-ს საზღვაო ძალები მსოფლიოში პირველ ადგილზეა ხარისხისა და სამხედრო გავლენის თვალსაზრისით, მაგრამ ჩინეთი პირველ ადგილზეა მსოფლიოში გემებისა და სამხედრო წყალქვეშა ნავების მოცულობითა და რაოდენობით. სამხედრო გემებისა და სამხედრო წყალქვეშა ნავების რაოდენობის მიხედვით, ირანი მეექვსე პოზიციაზეა.  მეშვიდე ადგილი კი  ეგვიპტეს უკავია.

წყარო: https://www.globalfirepower.com/

https://t.me/joinchat/AAAAAE8wHCjeDIWtr4k6nw

 

ირანის შეიარაღებული ძალების ხანძარსაწინააღმდეგო ოპერაცია თურქეთში

ირანის თავდაცვის სამინისტროს ხანძრის კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოჰამედ მეჰდი ნური ალ-აღას ინფორმაციით, ირანის შეიარაღებული ძალები ჩართულნი არიან თურქეთის ტყეებში გაჩენილი ხანძრის ქრობის ოპერაციებში. მისივე თქმით, 40 ტონიანი წყლის ავზით აღჭურვილი ირანული ვერტმფრენი ახალგაზრდა მეხანძრეებთან ერთად გასულ შაბათს ჩავიდა თურქეთის ქალაქ მულაში.

www.irna.ir/news/84422073/

 

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი აქტიურად არის ჩართული ხანძარსაწინააღმდეგო ოპერაციებში

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის საჰაერო ოპერაციების მეთაურის ინფორმაციით, გუშაგთა კორპუსის საჰაერო ძალების მიერ ქვეყნის მასშტაბით განხორციელებულია  1100 -ზე მეტი ხანძარსაწინააღმდეგო  ოპერაცია.  

https://tn.ai/2547647

 

ირანის ახლადარჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციას 73 ქვეყნის 115 ოფიციალური პირი დაესწრება

ირანის პარლამენტის პრეზიდიუმის სპიკერის განცხადებით:

ირანის პრეზიდენტის ინაუგურაციას 73 ქვეყნის 115 ოფიციალური პირი,  მათ შორის 10  პრეზიდენტი, 20 პარლამენტის თავმჯდომარე, 11 საგარეო საქმეთა მინისტრი, 10 მინისტრი, სახელმწიფო დესპანები, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეები, საპარლამენტო კომიტეტების ხელმძღვანელები, სპიკერები და 11 საერთაშორისო და რეგიონალური ორგანიზაციის წარმომადგენლები  დაესწრებიან. ინაუგურაციაზე დასასწრებად  თეირანს ეწვევა ევროპის საგარეო საქმეთა სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილე ენრიკე მორა.

https://www.isna.ir/news/1400051107445/

https://t.me/MBagheriM/16379

 

ირანში  სიონისტური რეჟიმის (მოსადის) ჯაშუშთა  ქსელის წევრები დააკავეს

ირანის უშიშროების სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის გენერალური დირექტორის ინფორმაციით, ირანის სპეცსამსახურებმა ქვეყნის დასავლეთ ნაწილში  სიონისტური რეჟიმის სადაზვერვო ორგანიზაციის (მოსადის) აგენტურული ქსელი გამოავლინეს. ჯაშუშთა ქსელის წევრთა დაკავების დროს ამოღებული იქნა სხვადასხვა სახის ცეცხლსასროლი იარაღი, ვინჩესტერები, პისტოლეტები და ხელყუმბარები. ვარაუდობენ, რომ აღნიშნული იარაღის გამოყენებით იგეგმებოდა საპროტესტო გამოსვლების პროვოცირება ქვეყნის სხადასხვა რაიონში.  ჯაშუშთა ქსელის წევრთა დაკავების ამსახველი კადრები განთავსებულია შემდეგ ბმულზე:   

https://www.asriran.com/003KxC

www.irna.ir/news/84417669/

 ირანი საინფორმაციო ბიულეტენი (36)- PDF

متن دیدگاه
نظرات کاربران
تاکنون نظری ثبت نشده است