8 October 2024
2021/08/20 - 19:19 View: 4575

ირანი საინფორმაციო ბიულეტენი (38)

ირანი საინფორმაციო ბიულეტენი (38)

ირანში ვაქცინაციის პროცესში ამ დრომდე 20 მილიონი დოზაა გამოყენებული

სურსათისა და წამლის ადმინისტრაციის წარმომადგენელი:

ჯერჯერობით, ქვეყანაში ვაქცინის 20 მილიონზე მეტია  გამოყენებული. 15 მილიონი ადამიანი ერთჯერად, ხოლო  5 მილიონი აცრილია ორივე დოზით.

ამჟამად ქვეყანაში შემოტანილია 25 მილიონზე მეტი ვაქცინა. ჯანდაცვის სამინისტროს გადაეცა 2.5 მილიონი ბარაქათის ვაქცინა, საიდანაც 1.6 მილიონი იქნა გამოყენებული.

https://t.me/farsna/234392

 

ბარაქათის ვაქცინის შესახებ  სტატიები პრესტიჟულ საერთაშორისო ჟურნალებს წარედგინება

ბარაქათის ფარმაცევტული ჯგუფის თავმჯდომარე:

მომზადებულია პირველი და მეორე ფაზის მონაცემები. შექმნილია ჯგუფი პუბლიკაციების მოსამზადებლად და უახლოეს დღეებში მსოფლიოს პრესტიჟულ ჟურნალებს დაეგზავნება 35 გვერდიანი სტატია ინგლისურ ენაზე და 100 გვერდიანი მონაცემები ჩატარებული კვლევების შესახებ.  

ასევე მომზადებულია დოკუმენტები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისთვის და მოთხოვნილია შეხვედრა ორგანიზაციის მიერ ვაქცინის აღიარებისათვის.

http://fna.ir/331aw

 

საინტერესო ფილმი ირანული თვითმფრინავის Simorgh-ის კონსტრუქციისა და წარმოების შესახებ

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ვიდეო სატვირთო თვითმფრინავის IrAn-140 კონსტრუქციისა და წარმოების ეტაპების შესახებ, სადაც ჩანს, როგორ ემზადება თვითმფრინავი ქვეყნის ავიაფლოტთან შესაერთებლად.  IrAn-140  წარმოადგენს უკრაინული An-140-ის ანალოგს, რომელიც წარმოებულია ისპაჰანში ირანის საავიაციო ინდუსტრიული კომპანიის (HESA) მიერ.  

IrAn-140  აღჭურვილია პროპელერიანი ორი ტურბო ძრავით, რაც შესაძლებლობას აძლევს დაეშვას და აფრინდეს ნებისმიერ ასაფრენ ბილიკზე. აქედან გამომდინარე ის შეიძლება გამოყენებული იქნას როგორც სამოქალაქო, ასევე სამხედრო ავიაციაში.  თვითმფრინავს ასევე შეუძლია 3000 კმ მანძილის დაფარვა საწვავის შევსების გარეშე, რაც კარგი შესაძლებლობაა ირანის ფართობიდან გამომდინარე. ვიდეოს ნახვა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე:

https://tn.ai/2551531

 

ირანში  პირველი პედიატრიული ბირთვული მედიცინის ცენტრი გაიხსნა

ირანის ბირთვული ენერგიის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ალი აქბარ სალეჰი:

პედიატრიული ბირთვული მედიცინის ცენტრის გახსნით, კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა  მძიმე მდგომარეობის ბავშვთა მკურნალობის მიმართულებით.

სამწუხაროდ, საზოგადოების აზრით, ორგანიზაცია დაკავებულია ურანის გამდიდრებისა და ცენტრიფუგების წარმოებით, მიუხედავად იმისა, რომ ამ ორგანიზაციას სხვადასხვა მისია აკისრია.

https://www.isna.ir/news/1400052316639

 

რელიგიური სხდომა ლიბანის მართლმადიდებლურ ეკლესიაში აშურას მოვლენის შესახებ 

მუჰარამის თვისა და შიიტთა სამგლოვიარო ღონისძიებების პარალელურად, ლიბანში არსებულ სირიის მართლმადიდებლურ ეკლესიაში  გაიმართა რელიგიური შეხვედრა აშურას მოვლენებთან დაკავშირებით. აღნიშნულ შეხვედრას ესწრებოდნენ სხვადასხვა რელიგიური აღმსარებლობის მიმდევრები, რომლებმაც  განსხვავებული მრწამსისა და მიდგომების მიუხედავად ხაზი გაუსვეს რელიგიების მიმდევართა კონსოლიდაციასა და ერთობას. მათ ასევე წარმოადგინეს თავიანთი შეხედულებები აშურას მოვლენებისა და დიდმოწამე ჰუსეინის შესახებ. 

www.irna.ir/news/84437309/

 

ეგვიპტელი მსახიობი განმარტავს სიტყვის მნიშვნელობას იმამ ჰუსეინის შეხედულების მიხედვით

ეგვიპტელი მსახიობი აჰმედ ალ-ავადი კითხულობს ეგვიპტელი პოეტისა და მწერლის აბდულ რაჰმან ალ-შარქავის აკრძალული პიესის "სარალას" ერთ ნაწილს, სადაც გამოყენებულია საინტერესო ფრაზები და გამოთქმები სიტყვის მნიშვნელობის ასახსნელად. აღნიშნული პიესის თანახმად, მუსლიმთა წმინდანისთვის  სიტყვა ძალიან მნიშვნელოვანია და ის გამოხატავს ადამიანის პატივისცემას უფლის მიმართ. შესაბამისი  ვიდეოს ნახვა შესაძლებელია ამ ბმულზე:

https://b2n.ir/q15290

 

იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა ირანთან მრავალწლიანი მეგობრობის მნიშვნელობას  

ტოშიმიცუ მოტეგი:

იაპონიას შეუძლია ირანთან თავისი ძველი და ტრადიციული მეგობრობის გათვალისწინებით,  ღია მოლაპარაკებები აწარმოოს ამ ქვეყანასთან. 

იაპონია აპირებს მჭიდროდ ითანამშრომლოს რეგიონის ქვეყნებთან, მათ შორის, საუდის არაბეთთან და ირანთან, რათა თავისი უნიკალური პოზიციის გამოყენებით, აქტიურად ჩაერთოს ახლო აღმოსავლეთის რეგიონში დაძაბულობის შემცირებასა და სტაბილიზაციის პროცესში.

https://t.me/rasadkhabar/87402

 

ირანის საჰაერო თავდაცვის სისტემას შეუძლია ამერიკული B52 ბომბდამშენების შეჩერება

ირანის არმიის საჰაერო თავდაცვის ოპერაციების უფროსის მოადგილის ამირ მოჰამედ ხოშყალბის განცხადებით, ირანის საჰაერო თავდაცვის სისტემა სრულად აკონტროლებს  ამერიკული B52 ბომბდამშენების გადაადგილების მარშრუტს, რომლებმაც მას შემდეგ რაც ამერიკის ძალები გაიქცნენ ავღანეთიდან და თალიბანმა აიღო კონტროლი ამ ქვეყანაზე, რამდენჯერმე დაბომბეს ავღანეთის ტერიტორიები. ვიდეოს ნახვა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე:

https://b2n.ir/p80177

 

ჰერათში მომუშავე ირანელი დიპლომატები ჯანმრთელად და უსაფრთხოდ იმყოფებიან

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის თანაშემწის განცხადებით, მას შემდეგ რაც თალიბთა ძალებმა დაიკავეს ჰერათი, სამინისტრო მუდმივ კონტაქტზეა იქ არსებული გენერალური საკონსულოს დიპლომატებთან.  ისინი სრულიად უსაფრთხოდ იმყოფებიან გენერალური საკონსულოს შენობაში.

https://t.me/isna94/207291

 

ირანელი, ჩინელი და რუსი სამხედროები ვლადივოსტოკში

ირანის, რუსეთის, ჩინეთისა და კიდევ რამდენიმე ქვეყნის სამხედრო ძალები მონაწილეობას ღებულობენ 2021 წლის საერთაშორისო სამხედრო ტურნირში, რომელიც სხვადასხვა ქვეყნებში მათ შორის ირანშიც უნდა გაიმართოს. ვლადივოსტოკის ტურნირზე განხორციელდა წარმოსახვითი მტრის საზღვაო პოზიციებზე თავდასხმისა და სამაშველო ოპერაციები. ირანსა და ჩინეთში დაგეგმილია ტურნირი მყვინთავთა და საჰაერო თავდაცვის ძალების მონაწილეობით.

http://fna.ir/34407

 

ამერიკელი სამხედროები იხსენებენ აინალასადის ავიაბაზაზე თავდასხმას - "არ გვეგონა რომ გადავრჩებოდით"

ამერიკელი ჯარისკაცი ალან ჯონსონი ტელეარხ CBS-თან ინტერვიუში იხსენებს ირანის თავდასხმის მომენტს აინალასადის საჰაერო ბაზაზე: "აფეთქების შემდეგ ჰაერის ძლიერი ტალღა ვიგრძენი. სმენა დავკარგე. თითქოს წყალქვეშ ვიყავი. პირში მიწისა და საბრძოლო მასალების გემოს ვგრძნობდი. ყოველ დღე მაქვს თავის ტკივილი და საშინელებებს ვხედავ".  აშშ- ტერორისტული დაჯგუფება სენტკომის ხელმძღვანელის კენეტ მაკკენზის განცხადებით კი, ეს იყო თავდასხმა, რომელიც აქამდე არ უნახავს და არც განუცდია:  "მათი რაკეტები ზუსტია. ჩვენ ვიცოდით ეს, მაგრამ ნანახი განსხვავებულია. მათ რაკეტები გაუშვეს მნიშვნელოვანი დისტანციიდან და თითქმის ზუსტად იქ დაეშვნენ, სადაც სურდათ" - აღნიშნა მან.

http://fna.ir/331b4

 

ირანი მხარს უჭერს ავღანეთში ძალაუფლების მშვიდობიან გადაცემას

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი:

ირანი მიესალმება ავღანეთში ძალაუფლების მშვიდობიანად გადაცემას ამ ქვეყნის  ლიდერთა  საბჭოს მეშვეობით.

ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მხარეები დიალოგის გზით გადაჭრიან არსებულ სირთულეებს.

http://tn.ai/2555622

 

ირანის პრეზიდენტმა საგარეო საქმეთა მინისტრს და უშიშროების საბჭოს მდივანს ავღანეთში მიმდინარე მოვლენების მონიტორინგი დაავალა

ირანის პრეზიდენტმა აიათოლა სეიედ იბრაჰიმ რეისიმ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრთან საუბრის დროს უსაფრთხოების, სტაბილურობისა და კეთილდღეობის მოპოვებას ავღანელი ხალხის უფლება უწოდა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ირანი ისწრაფვის ავღანეთში სტაბილურობისკენ, რაც ამ ქვეყნისათვის უმთავრესი აუცილებლობაა და როგორც მეზობელი და მეგობარი სახელმწიფო ავღანეთის ყველა პოლიტიკურ ჯგუფს შეთანხმებისაკენ მოუწოდებს. პრეზიდენტმა საგარეო საქმეთა მინსტრს და უშიშროების საბჭოს მდივანს ავღანეთში მიმდინარე მოვლენების მონიტორინგი და პრეზიდენტისათვის შესაბამისი ანგარიშის წარდგენა დაავალა.

https://tn.ai/2555460

 

თუ აშშ-ის 20-წლიანმა სამხედრო ძალების ყოფნამ ვერ უზრუნველყო  ავღანეთის ხელისუფლების შენარჩუნება, გაურკვეველია რა მოხდებოდა ამერიკის დარჩენის შემთხვევაში

მეჰდი ჰასანი, MSNBC– ის წამყვანი:

"თალიბანის მიერ ავღანეთზე სრული კონტროლი არის ტრაგედია. მე არ ვიცი მომხდარი ფაქტით როგორ შეიძლება გამართლება მოეძებნოს ამერიკის სამხედრო ძალების დარჩენას ავღანეთში. თუ აშშ-ის სამხედრო 20 წლიანმა სამხედრო ძალების ყოფნამ ვერ იხსნა ავღანეთი დაცემისაგან, წარმოუდგენელია, რა მოხდებოდა ამერიკელთა ერთი თვით, ან რამდენიმე  თუნდაც კიდევ 20 წლით დარჩენის შემთხვევაში".

https://twitter.com/mehdirhasan/status/1426004770138042370

 

სირცხვილი შეერთებულ შტატებსა და ევროპას, რომ ასეთ მდგომარეობაში ჩაგვაგდეს

ავღანეთის პარლამენტის წევრი მაჰბუბეჰ სირაჯი TRT– სთან ინტერვიუში აცხადებს:

სწორედ შეერთებული შტატებისა და ევროპის გადაწყვეტილებებმა ჩააგდო ავღანეთი ამ მდგომარეობაში; ავღანეთმა 200 წლით უკან დაიხია; ჩვენ გვეზიზღება ისინი!

https://www.youtube.com/watch?v=pEkTRyFLac0

  

ქაბულში თვითმფრინავის ბორბალზე ჩამოკიდებული ორი ადამიანი ჩამოვარდა

ტრაგიკულად დაიღუპა ორი ადამიანი, რომელიც ამერიკული თვითმფრინავის ბორბალზე იყო ჩამოკიდებული. ეს ტრაგიკული შემთხვევა მოხდა ქაბულის აეროპორტში. გავრცელებულ კადრებში ჩანს, თუ როგორ კიდიან ავღანელები ამერიკულ თვითმფრინავზე.

https://www.iribnews.ir/00DP3L

ირანი საინფორმაციო ბიულეტენი (38) - PDF

متن دیدگاه
نظرات کاربران
تاکنون نظری ثبت نشده است