23 November 2024
2021/08/27 - 17:26 View: 13016

ირანი საინფორმაციო ბიულეტენი (39)

ირანი საინფორმაციო ბიულეტენი (39)

ბრიტანული ჟურნალი ირანული ვაქცინის შესახებ  

ბრიტანულმა სამეცნიერო ჟურნალმა Nature, ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა სტატია სახელწოდებით "ირანი იმედოვნებს, რომ  კოვიდს თავისი წარმოების ვაქცინებით დაამარცხებს". სტატიაში არის ინტერვიუ ირანის პასტერის ინსტიტუტის ვირუსოლოგიის კვლევის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან დოქტორ ქეიჰან აზადმანეშთან, სადაც ვკითხულობთ: "მეცნიერთა თქმით, ირანი ახლო აღმოსავლეთის იმ ერთეულ  ქვეყანათა რიცხვს მიეკუთვნება,  რომელსაც ვაქცინების წარმოების უნარი შესწევს და სერიოზულად მუშაობს ამ მიმართულებით. დაახლოებით 10 ვაქცინა დამუშავების პროცესშია, ხოლო ერთი ვაქცინის გამოყენებით კი ვაქცინაციის პროცესი მიმდინარეობს. ირანული ვაქცინების შესახებ გარე სამყაროს ძალიან მწირი ინფორმაცია აქვს. სტატიის სრული ვერსიის ნახვა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე:

https://www.nature.com/articles/d41586-021-02216-z

 

ირანელი მასწავლებელი, რომელიც ავღანელ მოსწავლეებს უფასოდ ასწავლიდა, კორონავირუსის შედეგად გარდაიცვალა

კორონავირუსის შედეგად გარდაიცვალა თეირანის მე–14 ოლქის ჰაშემის სახელობის დაწყებითი სკოლის მეორე კლასის მასწავლებელი ფარაჰნაზ აყელი. იგი  პანდემიიდან გამომდინარე ქალაქის სკვერში ავღანელ მოსწავლეებს, რომლებსაც არ მიუწვდებოდათ ხელი სმარტფონებზე,  გაკვეთილებს უტარებდა.  

https://www.youtube.com/watch?v=RMwWUB5eNGA

 

LPG  თხევადი გაზის ექსპორტი ირანიდან ბოლო ორი წლის განმავლობაში საგრძნობლად გაიზარდა

სავაჭრო წყაროების ინფორმაციით, ირანიდან LPG თხევადი გაზის ექსპორტმა ივლისი-აგვისტოს თვეში ბოლო ორი წლის მაჩვენებელთან შედარებით უმაღლეს ნიშნულს მიაღწია. ამ პერიოდში ირანიდან ექსპორტირებულია 500 ათასი ტონა თხევადი გაზი.

http://farsnews.ir/news/14000530000403

 

ირანის თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონი გახდა

ირანის ნაკრებმა რუსეთში გამართულ მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე 5 ოქროს, 1 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და გუნდური პირველი ადგილი დაიკავა.

http://fna.ir/34yq2

 

ბერძნულ-რომაული სტილის მოჭიდავეთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ვიცე-ჩემპიონის ტიტული მოიპოვა

ირანის ბერძნულ-რომაული სტილის მოჭიდავეთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ერთი  ოქროს, ერთი  ვერცხლისა და ხუთი ბრინჯაოს მედლით  რუსეთში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ვიცე-ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ტურნირის გამარჯვებული გახდა რუსეთის ნაკრები  183 ქულით, ხოლო აზერბაიჯანის ნაკრები 101 ქულით მესამე ადგილზე გავიდა.

www.irna.ir/news/84445351/

 

ფაჰიმე ნემათოლაჰი მონაწილეობას მიიღებს მოტოკროსის მსოფლიო ჩემპიონატზე

მიმდინარე წლის 5 სექტემბერს თურქეთის ქალაქ ყარაჰისარში   WMX ქალთა მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება. საერთაშორისო სამოტოციკლო ფედერაციამ მიიღო ირანის ფედერაციის თხოვნა და ჩემპიონატში მონაწილეობას მიიღებს ირანელი ქალი სპორტსმენი ფაჰიმე ნემათოლაჰი.  

https://www.isna.ir/news/1400052920011/

 

ორი აზერბაიჯანული გემი ანზალის პორტში შევიდა

აზერბაიჯანის რესპუბლიკის ორი გემი, "G-122" და "G-124"   66 კაციან ეკიპაჟთან ერთად ანზალის პორტში შევიდა, სადაც საერთაშორისო სამხედრო თასის გათამაშებაში მიიღებს მონაწილეობას. უახლოეს დღეებში ირანში შევა ორი რუსული გემი "ვოლგა დონსკი" და "მახაჩკალა" 106 კაციან ეკიპაჟთან ერთად.

https://tabnak.ir/004UXk

 

გერმანიაში ირანის საელჩო ირანის საზღვაო ძალების მეთაურად შაჰრამ ირანის დანიშვნას გამოეხმაურა

გერმანიაში ირანის საელჩომ ტვიტერის საკუთარ გვერდზე დაწერა:

ირანის საზღვაო ძალების მეთაურად ცნობილი სუნიტი ქურთი მეთაურის დანიშვნა მიუთითებს იმაზე, რომ ირანში ყველა ეთნიკური და რელიგიური ჯგუფის წარმომადგენლები  ერთმანეთის გვერდით მუშაობენ, რათა უზრუნველყონ თავიანთი ქვეყნის უსაფრთხოება და კეთილდღეობა.

https://www.mizan.news/0039EN

 

ირანისა და ჩინეთის პრეზიდენტების სატელეფონო დიალოგი

ირანის  პრეზიდენტი:

🔹 ჩინეთთან თანამშრომლობის ხელშეწყობა და გაფართოება ირანის ახალი მთავრობის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტია.

🔹 მნიშვნელოვანია მოხდეს ჩინეთში შეძენილი ვაქცინების დროული მიწოდება.

🔹 ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ ჩინეთთან, ავღანეთში უსაფრთხოების, სტაბილურობისა და მშვიდობის დასამყარებლად.

ჩინეთის პრეზიდენტი:

🔹 მაქსიმალურად შევეცდებით, რომ ვაქცინა მალე მივაწოდოთ ირანს და დავეხმაროთ ამ ქვეყანას Covid-19 ის დაძლევაში.

🔹 მზად ვართ, გავაძლიეროთ თანამშრომლობა ირანთან "ერთი სარტყელი - ერთი გზა" ინიციატივაში.

🔹 აშშ-ის ცალმხრივი გასვლა ბირთვული შეთანხმებიდან წარმოადგენს არსებული  ბირთვული კრიზისის მთავარ წყაროს.

 https://www.isna.ir/news/1400052719426/

  

ირანისა და რუსეთის პრეზიდენტების სატელეფონო დიალოგი

ირანის პრეზიდენტი:

🔸 მზად ვართ, გავზარდოთ რუსეთთან ორმხრივი ვაჭრობის მოცულობა.

🔸 არსებული განსაკუთრებული გარემოებების გამო, ირანი ითხოვს, კოვიდვაქცინის დამატებითი რაოდენობის მიღებას.

🔸 სურვილი გვაქვს, რაც შეიძლება მალე დავასრულოთ მუშაობა ირანი-რუსეთის თანამშრომლობის ჩარჩო-ხელშეკრულებაზე.

რუსეთის პრეზიდენტი:

🔸 ყოველთვის მახსოვს ირანის უზენაესი ლიდერის განცხადება,  რომ ნდობის მაღალი დონითა და ეკონომიკური შესაძლებლობებით მნიშვნელოვანი შედეგები იქნება მიღწეული ორმხრივ ურთიერთობებში.

🔸 ირანისთვის კოვიდ ვაქცინის მიწოდება სექტემბრიდან დაჩქარდება.

 https://www.isna.ir/news/1400052719437/

 

ირანისა და ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრების მიმოწერა დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 50-ე წლისთავთან დაკავშირებით

ირანისა და ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 50-ე წლისთავთან დაკავშირებით მიმართვები გაცვალეს.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მიმართვაში ნათქვამია:

🔸  ძალიან მოხარული ვარ, რომ ირანსა და ჩინეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 50-ე წლისთავზე, ჩვენ ვხედავთ იმ მნიშვნელოვან მიღწევებს, რომელიც ქმნის  შესაბამის ნიადაგს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავებისათვის ორმხრივ, რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე.

🔸 ორ ქვეყანას შორის მზარდი ნდობა ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის მიმართ კარგად არის გამოხატული.

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მიმართვაში ნათქვამია:

  🔸 ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური ნდობისა და სხვადასხვა სფეროებში თანამშრომლობის გამტკიცებასთან ერთად, უფრო და უფრო იზრდება თანამშრომლობა და კოორდინაცია საერთაშორისო და რეგიონულ საკითხებში. ამასთან ორივე ქვეყანა ერთმანეთს დაეხმარა კორონასთან ბრძოლის მიმართულებით. 

https://www.isna.ir/news/1400052719442/

 

იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრა ირანის პრეზიდენტთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან

იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი ტოშიმიცუ მოტეგი ირანში ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტ ებრაჰიმ რეისის და საგარეო საქმეთა მინისტრს მოჰამედ ჯავად ზარიფს შეხვდა. ებრაჰიმ რეისიმ ამ შეხვედრაზე ხაზი გაუსვა იაპონიაში ირანის სავალუტო რესურსებზე შეზღუდვების მოხსნის აუცილებლობას და ისაუბრა იაპონიასთან ურთიერთობების განვითარების მნიშვნელობაზე. მისივე თქმით, ირანი აგრძელებს ავღანეთში მშვიდობისა და სტაბილურობის მხარდაჭერას. საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე კი მხარეებმა განიხილეს ორმხრივი, რეგიონული და საერთაშორისო საკითხები.

https://www.isna.ir/news/1400053121526/

 

უკრაინელი პოლიტიკოსი: ავღანეთში არსებული ვითარება ცხადყოფს, რომ შეერთებული შტატები პირველ რიგში დაინტერესებულია საკუთარი ინტერესებით

"უკრაინა  არ უნდა დაეყრდნოს მთლიანად საგარეო დახმარებას”- ამ განცხადებით გამოვიდა უკრაინას რადას წევრი და რადიკალური პარტიის ლიდერი ოლეგ ლიაშკო უკრაინა-24-თან ინტერვიუში. მისი თქმით,  ავღანეთის მოვლენებმა აჩვენა, რომ შეერთებული შტატები უპირველეს ყოვლისა ზრუნავს საკუთარ ინტერესებზე და ნებისმიერი კრიზისის დროს სხვა ქვეყნების ინტერესებს მისთვის მნიშვნელობა არ ექნება. ამ უკრაინელი პოლიტიკოსის ინტერვიუს ნახვა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე:

https://www.youtube.com/watch?v=Ni0alj0a2TU

 

ავღანეთში განვითარებული მოვლენები ერთგვარი გაფრთხილებაა აშშ-ის იმ მოკავშირეებისთვის, რომლებიც არ არიან ნატოს წევრები

ამერიკული ჟურნალი The National Interest ავღანეთიდან აშშ-ის ძალების გაყვანისა და ამ ქვეყნის მოსახლეობის მიტოვების შესახებ წერს: ავღანეთიდან აშშ-ის ძალების ამგვარი გაყვანა და ქაბულის აეროპორტში განვითარებული მოვლენები ერთგვარი გაფრთხილებაა ისეთი ქვეყნებისთვის, როგორებიც არიან უკრაინა, საქართველო და მოლდოვა. ნატოს ფარგლებს გარეთ  შეერთებული შტატების მოკავშირის სტატუსმა  გავლენა არ მოახდინა ავღანეთზე და კიდევ უფრო გააუარესა სიტუაცია ამ ქვეყანაში.  სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ ქვეყნებმა, რომლებმაც ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს შეერთებულ შტატებთან ნატოს ფარგლებს გარეთ თავდაცვისა და სამხედრო თანამშრომლობის შესახებ, ახლა დაუცველები დარჩნენ. მათი ნდობა შეერთებულ შტატებისადმი შერყეულია. ეს ქვეყნები, სავარაუდოდ, გადახედავენ თავიანთ პოლიტიკას. სტატიის სრული ტექსტი განთავსებულია შემდეგ ბმულზე:

https://b2n.ir/k55212

 

პენტაგონი: ჩვენ არ ველოდით ავღანეთის მთავრობისა და არმიის ჩამოშლას 11 დღეში

აშშ-ს გაერთიანებული შტაბის უფროსი:

🔹ავღანეთის მთავრობის სწრაფი ჩამოშლის შესახებ ამერიკული დაზვერვის არასწორი პროგნოზებიდან გამომდინარე, გართულდა ქაბულიდან ამერიკული ჯარების გაყვანის პროცესი

🔹არც მე და არც რომელიმე ჩვენგანს არ შეგვიმჩნევია ისეთი ფაქტი, რაც დაგვანახებდა  11 დღეში ავღანეთის არმიისა და მთავრობის ჩამოშლის შესაძლებლობას.

http://www.isna.ir/news/1400052819592

ირანი საინფორმაციო ბიულეტენი (39)- PDF

متن دیدگاه
نظرات کاربران
تاکنون نظری ثبت نشده است