23 November 2024
2024/05/31 - 12:04 View: 828

ირანის  გამაერთიანებელი მოწოდება პალესტინის მხარდასაჭერად : ისტორიის სწორ მხარეს დგომა

ირანის ისლამური რესპუბლიკის უმაღლესი ლიდერი აიათოლა სეიდ ალი ხამენეი მიმართავს იმ ამერიკელი უნივერსიტეტის სტუდენტებს რომლებმაც ღაზაში მყოფი დაჩაგრული ხალხის მიმართ მხარდაჭერა გამოხატეს. უმაღლესმა ლიდერმა შეაქო სტუდენტების გამბედაობა დაპირისპირებოდნენ საკუთარი ხელისუფლების მიერ ისრაელის რეჟიმის მხარდაჭერას. მისი წერილი თუმც მიემართება ამერიკელ სტუდენტებს მაგრამ სათქმელი უნივერსალურია და სცდება საზღვრებსა და კულტურას  და აღწევს აქ - საქართველოშიც კი!.

საქართველოში მცხოვრებო სტუდენტებო, რომლებმაც პალესტინისადმი მხარდაჭერა გამოხატეთ, თქვენი ხმა მნიშვნელოვანია.

წერილი შეიცავს ცნობას პალესტინის  წარსულის შესახებმეორე მსოფლიო ომის შემდგომ ამ ტერიტორიაზე ჩამოსახლებული ხალხის, ბრიტანეთისა და შემდგომში აშშ- მხარდაჭერით შექმნილ ისრაელის რეჟიმის ისტორიას. ირანის უმაღლესი ლიდერი გმობს ისრაელის რეჟიმის მჩაგვრელ პოლიტიკას და (მიუხედავად პალესტინელების მიმართ ჩადენილი სისასტიკეების სიცხადისა) ამერიკის შეერთებული შტატების  მიერ რეჟიმის მხარდაჭერას.

იგი ყურადღებას ამახვილებს პალესტინელთა წინააღმდეგობის, როგორც ტერორიზმად გამოცხადების ნარატივს, რომელიც გამოწვეულია გლობალური ძალებისა და სიონისტური რეჟიმის ინტერესების კვალდაკვალ. წერილში, უმაღლესი ლიდერი ხოტბას ასხამს პალესტინელთა უფლებას - დაიცვან საკუთარი თავი და საკუთარი მიწა. მათი  მძიმე ბრძოლა  აღქმულია, როგორც  თავდადება თავისუფლებისთვის, უსაფრთხოებისთვისა და თვით-გამორკვევისთვის.

იმამ ხამენეი  იმედოვნებს  რეგიონში სიტუაციის შეცვლას, აღნიშნავს  მიმდინარე ამბებში  მსოფლიოს მზარდ გაცნობიერებას   და მხარს უჭერს წინააღმდეგობის ფრონტს. იგი აქებს აკადემიკოსებისა და პროფესორების მიერ სტუდენტებისთვის  სოლიდარობას მთავრობის მხრიდან  გამოვლენილი წნეხის საპირისპიროდ. უნივერსალურია ადამიანის უფლებებისთვისა და სამართლიანობისთვის ბრძოლა. გეოგრაფიული დაშორების მიუხედავად თანასწორობის, მშვიდობისა და ღირსებისთვის ბრძოლაში ყველანი ურთიერთდაკავშირებულნი ვართ.

აიათოლა ხამენეის წერილი პალესტინელი ხალხის მხარდამჭერი ამერიკის შეერთებული შტატების სტუდენტებისადმი ქვემოთმოყვანილი სახით გამოქვეყნდა: 

სახელითა ალლაჰისა, მოწყალისა, მწყალობელისა

ამ წერილს ვუგზავნი ახალგაზრდებს, რომელთაც ფხიზელმა სინდისის გრძნობამ უკარხანა, გამოქომაგებოდნენ ღაზას ჩაგრულ ბავშვებს და ქალებს.

ამერიკის შეერთებული შტატების ძვირფასო სტუდენტებო!

ეს არის თქვენდამი ჩვენი ერთობის და სოლიდარობის ამსახველი წერილი. თქვენ დგახართ ისტორიის სწორ მხარეს, რომლის ფურცლებიც ახლა იშლება.

თქვენ ახლა წარმოადგენთ წინააღმდეგობის ფრონტის ნაწილს. თქვენ, საკუთარი ხელისუფლების უმკაცრესი ზეწოლის პირობებში, რომელიც აშკარად მხარს უჭერს უზურპატორულ რეჟიმს და სიონიზმის სისასტიკეს, წამოიწყეთ ღირსეული ბრძოლა.

წინააღმდეგობის დიდი ფრონტი შორეულ ადგილას წლებია, სწორედ თქვენი დღევანდელი შემართებით და შთაგონებით, ბრძოლას ეწევა. ამ ბრძოლის მიზანი იმ აშკარა ჩაგვრის შეჩერებაა, რომელიც „სიონისტთა“ სახელით ცნობილმა შეუბრალებელმა ტერორისტულმა ქსელმა, წლების წინ მიაყენა პალესტინის ხალხს, ხოლო მათი ქვეყნის ოკუპაციის შემდეგ მათზე უმკაცრეს ზეწოლას და წამებას მიჰყო ხელი. სიონისტური აპართეიდული რეჟიმის მიერ დღეს განხორციელებული გენოციდი ბოლო ათწლეულების მანძილზე განსაკუთრებული სასტიკი მოპყრობის გაგრძელებაა.

პალესტინა დიდი ისტორიის მქონე დამოუკიდებელი ტერიტორიაა, სადაც მკვიდრობენ მუსლიმები, ქრისტიანები და იუდეველები. სიონისტური დაჯგუფების წევრმა კაპიტალისტებმა, მსოფლიო ომის შემდეგ, ინგლისის მთავრობის დახმარებით, რამდენიმე ათასი ტერორისტი თანდათანობით ჩაასახლეს ამ ტერიტორიაზე. შემდეგ მათ იერიში მიიტანეს ამ მიწის ქალაქებსა და სოფლებზე, დახოცეს ან მეზობელ ქვეყნებში გააძევეს ათი ათასობით მცხოვრები, წაართვეს სახლ-კარი, ბაზრები და პლანტაციები, პალესტინის დაპყრობილ ტერიტორიაზე კი ისრაელის სახელმწიფო ჩამოაყალიბეს.

ამ უზურპატორული რეჟიმის უმთავრესი მფარველი, ინგლისის მიერ გაწეული თავდაპირველი დახმარების შემდეგ, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობაა, რომელიც ცალსახად აგრძელებს ამ რეჟიმისთვის პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო დახმარების გაწევას. ამერიკის მთავრობამ უპატიებელი უყურადღებობა გამოიჩინა, ამ რეჟიმს ბირთვული იარაღის წარმოების გზა გაუხსნა და ამ გზაზე დახმარებასაც უწევს.

სიონისტურმა რეჟიმმა პირველი დღიდანვე, პალესტინის დაუცველი ხალხის მიმართ „რკინის ხელის“ პოლიტიკას მიმართა და ყოველგვარი სულიერი, ადამიანური და რელიგიური ფასეულობების უგულვებელყოფით, ყოველდღიურად გააძლიერა უმოწყალო მოპყრობა, ტერორი და რეპრესიები.

ამერიკის მთავრობას და მის მოკავშირეებს უწყვეტი ჩაგვრის და სახელმწიფო ტერორიზმის წინააღმდეგ წარბიც კი არ შეუჭმუხნიათ. დღესაც, შეერთებული შტატების მთავრობის ზოგიერთი განცხადება ღაზაში მომხდარ საშინელ დანაშაულთან დაკავშირებით უფრო თვალთმაქცურია, ვიდრე გულწრფელი.

„წინააღმდეგობის ფრონტი“ ამ ბნელი და სასოწარმკვეთი წიაღიდან წარმოიშვა, რომელიც ირანში „ისლამური რესპუბლიკის“ ჩამოყალიბების შემდეგ უფრო გაფართოვდა და გაძლიერდა.

საერთაშორისო სიონიზმის მესვეურებმა, რომლებიც ფლობენ ევროპისა და ამერიკის მედიაკომპანიების უმეტესობას, ან ეს უკანასკნელი თავად არიან მათი ფულის და ქრთამის გავლენის ქვეშ, ეს ჰუმანისტური და მამაცური წინააღმდეგობა ტერორიზმად მონათლეს. განა ტერორისტია ის ხალხი, რომელიც საკუთარ მიწა-წყალს სიონისტი ოკუპანტების დანაშაულებათაგან იცავს?! განა ამ ხალხისათვის ადამიანური დახმარების გაწევა და მათი ბრძოლისუნარიანობის გაძლიერება ტერორიზმისადმი დახმარების გაწევად უნდა ჩაითვალოს?

გლობალური ბატონობის მესვეურები ჰუმანისტურ ცნებებსაც კი არ სწყალობენ. ისინი ისრაელის ტერორისტულ და უმოწყალო რეჟიმს საკუთარი თავის დამცველად, ხოლო საკუთარი თავისუფლების, უსაფრთხოების და თვითგამორკვევის უფლების დამცველ პალესტინელთა წინააღმდეგობას „ტერორიზმად“ მოიხსენიებენ.

მინდა დაგარწმუნოთ, რომ დღეს ვითარება შეცვლილია. დასავლეთ აზიის მგრძნობიარე რეგიონს სხვანაირი ბედი მოელის. მსოფლიოს მასშტაბით ბევრის სინდისმა გაიღვიძა და ჭეშმარიტება მჟღავნდება. წინააღმდეგობის ფრონტმაც ძალა მოიკრიბა და კიდევ უფრო გაძლიერდება. ისტორიის ფურცლებიც იშლება.

თქვენს — შეერთებული შტატების ათეულობით უნივერსიტეტის სტუდენტობის — გარდა, სხვა ქვეყნების ხალხი და უნივერსიტეტებიც ფეხზე დადგა. თქვენდამი — სტუდენტებისადმი უნივერსიტეტის ლექტორთა მხარდაჭერა ძალზე მნიშვნელოვანი და ფასეულია. ამ ფაქტს შეუძლია გარკვეულწილად მაინც შეამციროს პოლიციის მწვავე ქმედება და თქვენდამი ზეწოლა. თქვენდამი სოლიდარობას გამოვხატავ და თქვენს მხნეობას ხოტბას ვასხამ.

ყურანი ჩვენ — მუსლიმებს და მსოფლიოს ყველა ხალხს გვასწავლის, რომ ჭეშმარიტების გზაზე უნდა ვიდგეთ: „მაშ, მტკიცედ იდექ, როგორც გებრძანა“. ხოლო ყურანი ადამიანური ურთიერთობების შესახებ ასე გვასწავლის: „ნურც სხვათა მჩაგვრელნი იქნებით და ნურც ჩაგვრას მოითმენთ“. ამ და ასობით მსგავსი მითითების გააზრებით და განხორციელებით „წინააღმდეგობის ფრონტი“ წინ მიიწევს და გამარჯვებასაც მიაღწევს! ალლაჰის ნებით!

გირჩევთ გაეცნოთ ყურანს.

სეიედ ალი ხამენეი. 24. 05. 2024.

تصاویر

متن دیدگاه
نظرات کاربران
تاکنون نظری ثبت نشده است